ჩვეულებრივი უხრავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
უხრავი
Ostrya carpinifolia 2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  უხრავი
სახეობა:  ჩვეულებრივი უხრავი
ლათინური სახელი
Ostrya carpinifolia Scop., 1772
სინონიმები
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 194280
გავრცელება
Ostrya carpinifolia range.svg

ჩვეულებრივი უხრავი, რცხილაფოთოლა უხრავი (ლათ. Ostrya carpinifolia) — მცენარე არყისებრთა ოჯახისა. პატარა ან საშუალო (15–20 მ) ზომის ხეა, ზოგჯერ 25 მეტრს აღწევს.[1] აქვს მუქი მურა ან მუქი რუხი ფერის, ოდნავ დახეთქილი ქერქი. ნორჩი ყლორტები მურა ფერისაა, გრძელი ბეწვებით შემოსილი. ნორჩი ფოთლები მთლიანად ბეწვით არის შემოსილი, ფოთლის ფირფიტა ფორმით მოგრძოკვერცხისებურია, კიდეზე ორმაგხერხკბილა. კვერცხის ფორმის კაკალი მთლიანად არის დაფარული ბუშტისებური საბურველით. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-ივლისში. გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში.[2] საქართველოში შედარებით ხშირად გვხვდება მესხეთში, იმერეთში, აჭარაში, აფხაზეთში,[1] ქართლის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში.[2] სითბოს მოყვარული და საკმაოდ ჩრდილის ამტანია.[1] იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებში,[2] კარბონატულ ნიადაგზე, იტანს მის სიმშრალეს. უხვად იძლევა ძირკვის ამონაყარს, ცოცხლობს 100 წლამდე. მაგარი და გამძლე მერქანი აქვს. ქერქი შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. დეკორატიული ხეა.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 მანჯავიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 202.
  2. 2.0 2.1 2.2 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 88.