მთრიმლავი მცენარეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მთრიმლავი მცენარეებიმცენარეები, რომლებიც შეიცავენ მთრიმლავ ნივთიერებებს ანუ ტანიდებს. ტანიდები თავმოყრილია ძირითადად ფესვებისა და ფესურების (ფესვისეული მთრიმლავი მცენარეები), ქერქის (ქერქისეული მთრიმლავი მცენარეები), ფოთლის (ფოთლისეული მთრიმლავი მცენარეები), მერქნის (მერქნისეული მთრიმლავი მცენარეები), ნაყოფისა (ნაყოფისეული მთრიმლავი მცენარეები) და გალების (გალებისეული მთრიმლავი მცენარეები) პარენქიმული უჯრედების გაკუოლებში. ტანიდებით განსაკუთრებით მდიდარია სამხრეთამერიკული კვებრახოს მერქანი, ავსტრალიური, სამხრეთაზიური და აფრიკული აკაციების ქერქი, ცეზალპინიის (ცენტრალური ამერიკა) ნაყოფი.

ყოფილ სსრკ-ში მთრიმლავი მცენარეები ბევრია. ამათ შორის უმთავრესია მუხა, წაბლი, ნაძვი, ციმბირული ლარიქსი, ტირიფის ზოგიერთი სახეობა, თრიმლა, თუთუბო, მჟაუნა, მატიტელა, რევანდი, შოროქანი. გარდა ტანიდებისა მთრიმლავი მცენარეებისგან იღებენ სამკურნალო და საღებავ ნივთიერებებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]