უხრავი
იერსახე
| უხრავი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Ostrya carpinifolia | ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Ostrya Scop., 1760 | ||||||||||||||
| სინონიმები | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ||||||||||||||
უხრავი (ლათ. Ostrya) — ფოთოლმცვივანი ხეების გვარი არყისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 10-მდე სახეობას,[1] რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მათგან კავკასიასა და საქართველოში შერეულ ტყეებში იზრდება მხოლოდ 1 სახეობა — ჩვეულებრივი ანუ რცხილაფოთოლა უხრავი (Ostrya carpinifolia); მისი სიმაღლე 15-20 მ, ზოგჯერ 25 მეტრს აღწევს. დახეთქილი ქერქი და ორმაგხერხკბილა მოკლეყუნწიანი ფოთოლი აქვს. საქართველოში შედარებით ხშირად გვხვდება მესხეთში, იმერეთში, აჭარასა და აფხაზეთში. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. ჩვენში ბაღ-პარკებში მოშენებულია ვირჯინიული უხრავი (Ostrya virginiana), რომლის სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ostrya. The Plant List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-27. ციტირების თარიღი: 24 მაისი, 2021
- ↑ მანჯავიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 202.