ყვითელფეხა წინტალა
ყვითელფეხა წინტალა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Charadrius melodus (Ord, 1824) | |||||||||||||||||
ქვესახეობები | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 22693811 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
ბუდობა გამოზამთრება | |||||||||||||||||
|
ყვითელფეხა წინტალა (ლათ. Charadrius melodus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 17–18 სმ, მასა 43–63 გრამი. შეფერილია ქარც-მორუხო-ყავისფრად, მუცელი თეთრია, აქვს ვიწრო, ზოგჯერ გაწყვეტილი საყელო. ფეხები მოყვითალო-ნარინჯისფერია. გამრავლების სეზონზე ნისკარტი შეფერილია ნარინჯისფრად, მისი წვერი შავია; საყელო და შუბლზე არსებული ზოლიც აგრეთვე შავი. დანარჩენ დროს საყელო რუხ ფერს იღებს და მკერდის მიდამოში წყდება.[1] ბუდობს აშშ-სა და კანადაში — ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, დიდ ვაკეებზე და დიდი ტბების რეგიონში; მცირე რაოდენობით — სენ-პიერსა და მიკელონზე. იზამთრებს კაროლინებიდან (ჩრდილოეთი და სამხრეთი, აშშ) ტამაულიპასის შტატამდე (მექსიკა), ბაჰამის კუნძულებზე, კუბაზე, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე (გაერთიანებული სამეფო), აგრეთვე გვხვდება ბარბადოსზე, ჰაიტიზე, დომინიკელთა რესპუბლიკაში, ბერმუდის კუნძულებზე, იამაიკაზე, პუერტო-რიკოში (აშშ), აშშ-ისა და ბრიტანეთი ვირჯინის კუნძულებზე, სენტ-კიტსსა და ნევისში.[2] ბუდობს მოქცევის დონის მაღლა რბილ ქვიშიან ადგილებში, სადაც ნაკლები მცენარეულობაა. ზამთარს ატარებს სანაპიროს პლაჟებზე, ქვიშიან ან ლამიან თავთხელებში.[1] ბუდე მდებარეობს ღია გრუნტზე, წყლიდან ოდნავ მოშორებით, ხშირად დიდი ზომის ქვის ან ბალახთა ჯგუფის გვერდით; წარმოადგენს მცირე ზომის ნაკაწრს ქვიშაზე, რომელიც ზოგჯერ ამოფენილია ნიჟარებითა და კენჭებით. დებს 4 (ზოგჯერ 2–3, იშვიათად 5) კრემისფერ კვერცხს შავი და მუქი ყავისფერი ლაქებით. კრუხობს ორივე მშობელი, ინკუბაცია 26-28 დღე-ღამე გრძელდება. ახალგამოჩეკილი ბუდეს რამდენიმე საათში ტოვებს. საკვებს თვითონ მოიპოვებს. ფრენის უნარს 21-35 დღეში იძენს. ცივ ამინდებში დედალი იფარებს ხოლმე, თუმცა ზოგჯერ მამალს უტოვებს მოსავლელად და თვითონ თავს ანებებს.[3] ნადირობის დროს გაირბენს, გაჩერდება და დაიხრება, რათა აკენკოს ან მოსინჯოს ზედაპირი, სადაც შეიძლება იყოს მისი ნადავლი.[4] სანაპიროზე იკვებება მწერებით, ზღვის ჭიაყელებით, კიბოსნაირებით, ზღვის სხვა უხერხემლოებით; ხმელეთზე — აგრეთვე მწერებით, მათ შორის მცირე ზომის ხოჭოებით, წყლის ბაღლინჯოებით (Notonecta glauca), მუმლით და სხვ.[3]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მოზარდი
-
მოზარდი
-
არამობუდარი
-
ბუდე კვერცხებით
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Piping Plover Identification. All About Birds. allaboutbirds.org. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2020.
- ↑ BirdLife International (2012). „Charadrius melodus“. IUCN Red List of Threatened Species. 2012. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) - ↑ 3.0 3.1 Piping Plover (Charadrius melodus). National Audubon Society. audubon.org. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2020.
- ↑ Piping Plover Life History. All About Birds. allaboutbirds.org. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2020.