ტამაულიპასის შტატი
იერსახე
| დროშა | გერბი |
| ქვეყანა | |
| დედაქალაქი: | სიუდად-ვიქტორია |
| მუნიციპალიტეტი | 43 |
| უდიდესი ქალაქი | რეინოსა |
| შექმნის თარიღი | 7 თებერვალი 1824 |
| გუბერნატორი | ეუხენიო ერნანდეს ფლორესი |
| ფართობი | 79 384 კმ² |
| მოსახლეობა (2005) | 3 024 238 |
| დროის სარტყელი | CST (UTC-6) |
ტამაულიპასი — შტატი მექსიკაში, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალუირ ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება აშშ (ტეხასის შტატი), აღმოსავლეთით –მექსიკის ყურე, სამხრეთით ვერაკრუსი, სამხრეთ დასავლეთით – სან-ლუის-პოტოსი, დასავლეთით – ნუევო-ლეონი.
სახელწოდება „ტამაულიპასი“ მოდის უასტეკთა ენიდან, სიტყვა tamaholipa-დან, სადაც tam ნიშნავს „ადგილი სადაც“, ხოლო holipa, მაღალ მწვერვალებს.
შტატის დედაქალაქია სიუდად-ვიქტორია. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: რეინოსა, მატამოროსი, ნუევო-ლერადო და ტამპიკო.
ეს ტერიტორია ბოლო 8 000 წლის განმავლობაში დასახლებული იყო სხვადასხვა კულტურებით.
