ქიძინიძეები (შუახევის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ქიძინიძეები | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | შუახევის მუნიციპალიტეტი |
თემი | დღვანი |
კოორდინატები | 41°35′06″ ჩ. გ. 42°11′37″ ა. გ. / 41.585028° ჩ. გ. 42.193722° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1040 მ |
მოსახლეობა | 345[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ქიძინიძეები — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, დღვანის თემში[2]. მდებარეობს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჩირუხისწყლის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1040 მ., დაბა შუახევიდან 12 კმ. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 345 კაცი[1]. სოფელში დგას 1867 წელს აშენებული მეჩეთი. ჭერის კონსტრუქციას და შიდა აივნებს ეტყობა გვიანდელი გადაკეთების კვალი.[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 514[4][5] |
2014 | 345[1] |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 539.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ შიოშვილი თ., ბარამიძე რ. „ქართველი მუსლიმები თანამედროვეობის კონტექსტში“ გვ. 457
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-08.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
|