ჩირუხისწყალი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ჩირუხისწყალი | |
---|---|
![]() ჩირუხისწყლისა და აჭარისწყლის (წინ) შესართავი | |
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | შავშეთის ქედი |
სათავის სიმაღლე | 2220 მ |
შესართავი | აჭარისწყალი |
სიგრძე | 32 კმ |
აუზის ფართობი | 329 კმ² |
ჩირუხისწყალი, მარითისხევი — მდინარე დასავლეთ საქართველოში, შუახევის მუნიციპალიტეტში, აჭარაში. მდინარე აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2220 მეტრ სიმაღლეზე, სიგრძე 32 კილომეტრი. აუზის ფართობი 329 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა, შემოდგომაზე წყალმოვარდნები, ზაფხულსა და ზამთარში — წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს სათავესთან 10,9 მ³/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. XI, თბ., 1987. — გვ. 138.