სამოლეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოფელი
სამოლეთი
Shuakhevi.png
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი შუახევის მუნიციპალიტეტი
თემი უჩამბა
კოორდინატები 41°35′27″ ჩ. გ. 42°08′08″ ა. გ. / 41.590917° ჩ. გ. 42.135694° ა. გ. / 41.590917; 42.135694
ცენტრის სიმაღლე 700
მოსახლეობა 58[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სამოლეთი — საქართველო
სამოლეთი
სამოლეთი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
სამოლეთი

სამოლეთისოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში, უჩამბის თემის ცენტრი (სოფლები: გოგაძეები, კვირიაული, ლაკლაკეთი, მოფრინეთი, ტბეთი, ცინარეთი, წაბლანა, ჯაბნიძეები). მდებარეობს მდინარე ტბეთის ნაპირებზე, დაბა შუახევიდან სამხრეთით 10 კმ., ზღვის დონიდან 700 მ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 58 კაცი[1].

სამოლეთში მდებარეობს უჩამბის საშუალო სკოლა, რომელიც ერთ-ერთი უძველესია აჭარაში. სკოლა მოხსენიებულია მწერალ პარმენ ლორიას მოგონებებში, როდესაც 1931 წელს სტუმრობდა სოფელს და მის სკოლას.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მაღალმთიანი სოფლებისთვის დამახასიათებელი ჰავაა. ზამთარი საკმაოდ მკაცრი იცის - თოვლის საფარი 3 მეტრამდე აღწევს. მაღალ ადგილებში ზამთარში ძლერი ქარბუქიც იცის და სახლის სახურავების გადახდაც შეუძლია, ამიტომ ზოგან სახურავებს მიწაში ღრმად ჩარჭობილ რკინის პალოებზე მსხვილი მავთულით ამაგრებენ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოლეთში ტრადიციულად გავრცელებულია ისლამი, თუმცა თანდათან ისევ იკიდებს ფეხს ქრისტიანობა. 2008 წლის ზაფხულში 40-მდე მოსახლე მოინათლა ქრისტიანად.

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 76[2][3]
2014 58[1] Decrease2.svg

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა და მევენახეობა. ამჟამად სოფლის მეურნეობას საწარმოო დანიშნულება არ აქვს და შიდა მოხმარებაზეა ორიენტირებული. სოფელში ძირითად მოჰყავთ სიმინდი და ლობიო. ასევე ხარობს სხვადასხვა ხილი: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ყურძენი, ბალი, თუთა. ტყის კენკრებიდან გავრცელებულია მოცვი. სოფელში განვითარებულია მესაქონლეობა (მსხვილფეხა - ძროხა, კამეჩი და წვრილფეხა - ცხვარი, თხა) და მეფრინველეობა (ქათამი, ინდაური). ისლამის გავლენის გამო მეღორეობა არ არის განვითარებული. ზაფხულობით საქონელი სოფლის მოსახლეობას საზაფხულო იალაღებზე მიჰყავს. სოფლის მთავარი იალაღია ღომა, რომელსაც იალაღად იყენებს წაბლანისა და ცინარეთის მოსახლეობაც. ღომაზე არის მთა გორისწვერი, საიდანაც ჩანს ბათუმი და შავი ზღვა. ღომას სამხრეთით ესაზღვრება თურქეთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა
  3. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2016-06-09.