შუბანი (შუახევის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შუბანი.
სოფელი
შუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი შუახევის მუნიციპალიტეტი
თემი შუბანი
კოორდინატები 41°31′05″ ჩ. გ. 42°21′33″ ა. გ. / 41.518139° ჩ. გ. 42.359361° ა. გ. / 41.518139; 42.359361
ცენტრის სიმაღლე 1600
მოსახლეობა 152[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შუბანი (შუახევის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
შუბანი (შუახევის მუნიციპალიტეტი)
შუბანი (შუახევის მუნიციპალიტეტი) — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
შუბანი (შუახევის მუნიციპალიტეტი)

შუბანისოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: შუბანი, დარჩიძეები, იაკობაური, კობალთა, ტომაშეთი, ქუთაური, წელათი). მდებარეობს სხალთის ქედის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ჩირუხისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 1600 მ., დაბა შუახევიდან 27 კმ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეთამბაქოეობისა და მეცხოველეობის მეურნეობა, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, საავადმყოფო, ფოსტა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 152 კაცი[1].

მეჩეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას 1887-1888 წლებში აშენებული მეჩეთი. ის ააგეს შავშეთიდან მოწვეულმა ოსტატებმა. ექსტერიერს აქვს აჭარული მეჩეთებისთვის დამახასიათებელი გადაწყვეტა. სადა კედლებს შემოუყვება ჰორიზონტალური მოჩუქურთმებული სარტყველი და ორნამენტული კარნიზი. შენარჩუნებულია ფანჯრის ძველი ცხაური. გვიან აღდგენილი ერთ-ერთი ფანჯრის დეკორი იმეორებს აღმოსავლურ მოტივებს. ჯამესთან მდგარ ხის შადრევანს როტონდას ფორმა აქვს. ხის ფანჩატური გარედან რვაწახნაგაა, მისი გადახურვა ეყრდნობა ბოძებს, არქიტრავი კი ტალღოვან შეისრული ფორმისაა. სახურავი შედარებით დაბალი და ბრტყელია. შიდა ჭერი შედგება ვარსკვლავისებურად განაწილებული რვა სამკუთხედისგან დაცენტრში ცრუ გუმბათითაა აქცენტირებული.[2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 294[3][4]
2014 152[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. შიოშვილი თ., ბარამიძე რ. „ქართველი მუსლიმები თანამედროვეობის კონტექსტში“ გვ. 455
  3. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-11.
  4. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.