დღვანი
სოფელი | |
---|---|
დღვანი | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | შუახევის მუნიციპალიტეტი |
თემი | დღვანი |
კოორდინატები | 41°34′50″ ჩ. გ. 42°12′38″ ა. გ. / 41.580806° ჩ. გ. 42.210694° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1120 მ |
მოსახლეობა | 284[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დღვანი — სოფელი საქართველოში, შუახევის მუნიციპალიტეტში, დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: გოგინაური, დღვანი, კვიახიძეები, ლომანაური, ქიძინიძეები).[2]
მდებარეობს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჩირუხისწყლის (მდინარე აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1120 მეტრზე. შუახევიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 284 კაცი[1].
მეჩეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღვანის მეჩეთი აშენებულია XX საუკუნის დასაწყისში ლაზი ოსტატის ომერ უსტის მიერ. მისი მოხატულობა შესრულებულია 1908 წელს ქართველი მხატვრის, იბრაიმ ეფენდი შავშეთელის მიერ. მეჩეთი ხასიათდება მდიდარი ფერწერული დეკორით, ნათელი, სადღესასწაულო ფერთა კოლორიტით. ინტერიერის მოხატულობაში გვხვდება, როგოც ხალხური, ასევე რელიგიური სიმბოლიკა, მრავალფეროვანი მცენარეული სახეები.[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 439[4][5] |
2014 | 284[1] |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 524.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ შიოშვილი თ., ბარამიძე რ. „ქართველი მუსლიმები თანამედროვეობის კონტექსტში“ გვ. 456
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2011-05-31.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
|