ქილიჩ-არსლან I
ქილიჩ-არსლან I | |
---|---|
قلج ارسلان | |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1092 |
მმართ. დასასრული: | 1107 |
წინამორბედი: | აბუ ლ-ქასიმი |
მემკვიდრე: | მალიქ-შაჰი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1079 |
გარდ. თარიღი: | 1107 |
გარდ. ადგილი: | მდინარე ხაბური, მოსული |
შვილები: | მასუდ I, არაპი, თოღრული |
სრული სახელი: | Qilij Arslān Dāwūd ibn Sulaymān Shah |
მამა: | სულეიმან იბნ ქუთულმიში |
რელიგია: | ისლამი, სუნიზმი |
ქილიჩ-არსლან I (სპარს. قلج ارسلان; ოსმ. قلج أرسلان; თურქ. Kılıç Arslan; დ. 1079 — გ. 1107, მოსული) — სულეიმან იბნ ქუთულმიშის შვილი, რუმის სულთანი 1092-1107 წლებში, გარდაცვალებამდე.
ქილიჩ-არსლან I რუმის სასულთნოს პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდში მართავდა, რის გამოც თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა[1]. სელჩუკთა სახელმწიფოს მმართველის, მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ, მან სასულთნო აღადგინა და 1101 წლის ჯვაროსნულ ლაშქრობაში სამჯერ დაამარცხა ჯვაროსნები.
ხელისუფლებაში მოსვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1086 წელს, სულეიმან იბნ ქუთულმიშის გარდაცვალების შემდეგ, ქილიჩ-არსლან I მელიქ-შაჰმა ტყვედ წაიყვანა, მაგრამ 1092 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ იგი გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ, იგი თურქული ტომის „ოღუზ-ივას“ არმიის მსვლელობას ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი მან საკუთარი დედაქალაქი ნიკეაში ჩამოაყალიბა, სადაც მელიქ-შაჰის მიერ დანიშნული მმართველი ჩაანაცვლა.
მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ, ინდივიდუალურმა ტომებმა ერთმანეთთან ბრძოლა დაიწყეს, დაპირისპირების მიზეზი კი ის იყო, რომ თითოეულ მათგანს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მიზანი ამოძრავებდა. ალექსი კომნენოსის ბიზანტიურმა ინტრიგებმა კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია: ქილიჩ-არსლან I-მა ცოლად შეირთო სელჩუკთა დინასტიის სამხედრო მმართველ ჩაკას ასული, იმ მიზნით, რომ ჩაკა თავის მოკავშირედ გაეხადა ბიზანტიის წინააღმდეგ. 1094 წელს, სულთანმა ალექსი I კომნენოსისგან წერილი მიიღო, სადაც იგი მიუთითებდა იმაზე, რომ ჩაკა მის წინააღმდეგ მოქმედებდა. ამის შემდეგ, ქილიჩ-არსლან I არმიასთან ერთად სმირნაში, ჩაკას დედაქალაქში გაემართა. სმირნაში ჩასვლისთანავე, სულთანმა საკუთარი სიმამრი ნადიმზე მიიწვია, სადაც იგი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოკლა.
ჯვაროსნული ლაშქრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1097 წელს, ჯვაროსნებმა, პეტრე მეუდაბნოეს და ვალტერ გოლიაკის მეთაურობით რუმის სასულთნოს წინააღმდეგ შეტევები წამოიწყეს, მაგრამ ქილიჩ-არსლან I-მა ისინი სასტიკად დაამარცხა. მოგვიანებით, გოდფრუა ბუიონელის არმიამ სასულთნოს დაპყრობა განიზრახა და მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, მაგრამ ამჯერად სულთანი ვერაფერს გახდა და დამარცხდა. ქილიჩ-არსლან I-ის დედაქალაქი ნიკეა ჯვაროსნებმა აიღეს. ანტიოქიის სისხლიან ბრძოლაში, სულთანი მამაცურად იბრძოდა, მაგრამ ბრძოლა ქრისტიანების გამარჯვებით დასრულდა.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიცოცხლის უკანასკნელი წლები, ქილიჩ-არსლან I-მა აჯანყებულ ამირებთან ბრძოლაში გაატარა. იგი 1107 წელს, მათ წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრძოლის დროს, ქალაქ მოსულთან, მდინარე ხაბურში დაიხრჩო.
ფრანკი და ბიზანტიელი ისტორიკოსები მას სოლიმანად მოიხსენიებენ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Приход франков. Восток-Запад: Великое противостояние. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-02. ციტირების თარიღი: 29 октября, 2009.
- "История Дамаска" Ибн аль-Каланиси. Год 490.. Восток-Запад: Великое противостояние. ციტირების თარიღი: 29 октября, 2009.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Outline History of the Islamic World By Masudul Hasan, Abdul Waheed, p.159
წინამორბედი: აბუ-ლ-ქასიმი |
რუმის სულთანი 1092–1107 |
შემდეგი: მალიქ-შაჰი |
|