ქილიჩ-არსლან IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქილიჩ-არსლან IV
رکن الدین قلج ارسلان بن کیخسرو‎‎
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1248
მმართ. დასასრული: 1265
წინამორბედი: ქეი-ქავუს II
მემკვიდრე: ქეი-ხოსროვ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: —?
გარდ. თარიღი: 1265
მეუღლე: გუმაჯ ხათუნი
სრული სახელი: Rükneddin Kılıç Arslan bin Keyhüsrev
მამა: ქეი-ხოსროვ II
რელიგია: სუნიზმი

ქილიჩ-არსლან IV, აგრეთვე ცნობილი როგორც რუქნ ად-დინ ქილიჩ-არსლან ბინ ქეი-ხოსროვი (სპარს. رکن الدین قلج ارسلان بن کیخسرو; თურქ. IV. Kılıç Arslan; არაბ. ركن الدين قلج ارسلان بن كيخسرو) — ქეი-ხოსროვ II-ის შვილი, რუმის სულთანი 1248–1265 წლებში.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1246 წელს, სულთან ქეი-ხოსროვ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ჰულაგუიანთა სახელმწიფოს ილხანმა, ჰულაგუ-ხანმა რუმის სულთნად გარდაცვლილის უფროსი შვილი — ქეი-ქავუს II დანიშნა[1].

ქოსე-დაღის ბრძოლაში რუმის სასულთნოს დამარცხების შემდეგ, სასულთნოს საზღვარზე გააქტიურდნენ დამოუკიდებელი თურქმანული ტომები, რომლებიც პერიოდულად ძარცვავდნენ და უტევდნენ ქალაქს.

არსებობდა იმის საშიშროება, რომ სასულთნოში სამოქალაქო ომი დაწყებულიყო, რის გამოც, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მონღოლებმა სულთნის ტიტული ქეი-ხოსროვ II-ის სამივე შვილს — ქეი-ქავუს II-ს, ქეი-ყუბად II-ს და ქილიჩ-არსლან IV-ს მიანიჭეს.

ქილიჩ-ასრლან IV-მ, უფროს ძმას — ქეი-ქავუს II-ს პატიმრობა შეუფარდა[2], ხოლო უმცროსი ძმა — ქეი-ყუბად II მონღოლებთან გაგზავნა, მაგრამ იგი სასულთნოში დაბრუნებისას, 1257 წელს გარდაიცვალა.

ჰულაგუ-ხანის გადაწყვეტილებით, ქილიჩ-ასრლან IV-მ ქეი-ქავუს II გაათავისუფლა, რის შემდეგაც ილხანმა მას მდინარე გალასის აღმოსავლეთი ტერიტორია დაუქვემდებარა, ხოლო გათავისუფლებულს — დასავლეთი. მოგვიანებით, ქეი-ქავუს II-მ იფიქრა, რომ ეს პირობები მისთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა, რის გამოც, მან დაიწყო მოლაპარაკებები მამლუქების სასულთნოსთან, რომ დაეწყოთ ერთობლივი სამხედრო მოქმედებები მონღოლების წინააღმდეგ, მაგრამ მათ შეიტყვეს ამ შეთქმულების შესახებ, რის შემდეგაც, სულთანი ქეი-ქავუს II ნიკეის იმპერატორ თეოდორე II ლასკარისთან გაიქცა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა[3].

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1260 წლისთვის, ქილიჩ-ასრლან IV რუმის ერთადერთი სულთანი იყო. 1265 წელს, აბაღა-ხანის მხარდაჭერით, იგი სულეიმან პერვან მუინ ად-დინმა სიკვდილით დასაჯა[4]. ამის შემდეგ, რუმის სულთანი გარდაცვლილის შვილი — ქეი-ხოსროვ III გახდა.

დაკრძალულია ალაედინის მეჩეთში, კონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Райс Т., Сельджуки. Кочевники — завоеватели Малой Азии, 2004. — გვ. 238, ISBN 5-9524-0949-0.
  • *Claude Cahen, Pre-Ottoman Turkey: a general survey of the material and spiritual culture and history, trans. J. Jones-Williams, (New York: Taplinger, 1968) 271 ff.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Тамара Т. Райс. Сельджуки. Кочевники — завоеватели Малой Азии. — с. 74
  2. Тамара Т. Райс. Сельджуки. Кочевники — завоеватели Малой Азии. — с. 75
  3. Тамара Т. Райс. Сельджуки. Кочевники — завоеватели Малой Азии — с. 75-76
  4. Тамара Т. Райс. Сельджуки. Кочевники — завоеватели Малой Азии — с. 78
წინამორბედი:
ქეი-ხოსროვ II
რუმისსულთნი
1248–1265
შემდეგი:
ქეი-ხოსროვ III