სულეიმან იბნ ყუთლუმიში
სულეიმან იბნ ყუთლუმიში | |
---|---|
سلیمان بن قتلمش | |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1077 |
მმართ. დასასრული: | 1086 |
წინამორბედი: | ყუთლუმიში |
მემკვიდრე: | აბუ ლ-ქასიმი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | —? |
გარდ. თარიღი: | 1086 |
გარდ. ადგილი: | ანტიოქია |
სრული სახელი: | Kutalmışoglu Suleiman |
მამა: | ყუთლუმიში |
სულეიმან იბნ ყუთლუმიში, აგრეთვე ცნობილი როგორც სულეიმან I (თურქ. Kutalmışoğlu Süleyman Şah; სპარს. سلیمان بن قتلمش) — რუმის სასულთნოს დამაარსებელი, რუმის სულთანი 1077-1086 წლებში, გარდაცვალებამდე.
სულეიმანის მამა, ყუთლუმიში წარუმატებლად ებრძოდა საკუთარ ბიძაშვილს — ალფ-არსლანს სელჩუკთა სახელმწიფოს ტახტისთვის. 1064 წელს, ყუთლუმიშის გარდაცვალების შემდეგ, სულეიმანი და მის სამი ძმა ტავრის მთებში გაიქცნენ, იქ კი თურქმანთა ტომებს შეაფარეს თავი. ალფ-არსლანი ამ ქმედებას სადამსჯელო ექსპედიციებით გამოეხმაურა, მან თავდასხმები დაიწყო, რასაც ოთხი ძმიდან მხოლოდ სულეიმანი გადაურჩა[1].
1078 წელს, ბიზანტიის იმპერატორი მიხეილ VII ცდილობდა სულეიმანისთვის დახმარების გაწევას ანატოლიის თემის მეთაურის — ნიკიფორე III ბოტანიატეს წინააღმდეგ, რომელიც იმპერატორს ტახტისთვის ებრძოდა. სულეიმანმა ხელში ჩაიგდო ბოტანიატეს მცირე ძალა ქუთაჰიასა და ნიკეას შორის, რის შემდეგაც, უზურპატორმა სულეიმანი დაარწმუნა, რომ შეერთებოდა მის აჯანყებას[2]. ნიკიფორე III-ის ძალაუფლებისთვის ბრძოლა წარმატებული აღმოჩნდა და მხარდაჭერის სანაცვლოდ, სულეიმანის ნაცნობ თურქმანებს კონსტანტინოპოლთან ახლოს ცხოვრების ნება დართო. ცოტა ხნის შემდეგ, სულეიმანმა მხარი ნიკიფორე მელისენოსს დაუჭირა[3], რომელმაც თურქმანებისთვის ნიკეის საზღვარი გახსნა[4]. ამის შემდეგ, ყველა ბითინია სულეიმანის კონტროლის ქვეშ მოექცა. 1084 წელს, მან ნიკეა დატოვა.
1085 წელს, სულეიმანმა ანტიოქია დაიპყრო და განაგრძო იქ მცხოვრები ხალხის ხოცვა-ჟლეტა. 1086 წელს, იგი სირიის სელჩუკმა მმართველმა — ტუტუშ I-მა ანტიოქიასთან ახლოს მოკლა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Райс Тамара Т., Сельджуки. Кочевники - завоеватели Малой Азии, 2004. — გვ. 238, ISBN 5-9524-0949-0.
- Успенский, Фёдор Иванович, История Византийской Империи.Отдел VI. Комнины // История Византийской империи. В 5 т, ISBN 5-271-03856-4.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Claude Cahen, Pre-Ottoman Turkey: a general survey of the material and spiritual culture and history c. 1071-1330, trans. J. Jones-Williams (New York: Taplinger, 1968), pp. 73-4.
- ↑ Speros Vryonis, The Decline of Medieval Hellenism in Asia Minor and the Process of Islamization from the Eleventh through the Fifteenth Century (University of California Press, 1971), pp. 112-3.
- ↑ George Ostrogorsky, History of the Byzantine State, trans. Joan Hussey (Rutgers University Press, 1969), pp. 348-9.
- ↑ Cahen, p. 75
წინამორბედი: ყუთლუმიში |
რუმის სულთანი 1077–1086 |
შემდეგი: აბუ-ლ-ქასიმი |
|