მასუდ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მასუდ II
غياث الدين مسعود بن كيكاوس
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1284
მმართ. დასასრული: 1296
წინამორბედი: ქეი-ხოსროვ III
მემკვიდრე: ქეი-ყუბად III
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1303
მმართ. დასასრული: 1307
წინამორბედი: ქეი-ყუბად III
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1308
გარდ. ადგილი: სამსუნი
სრული სახელი: Ghiyāth ad-Dīn Mas'ūd bin Kaykāwūs
მამა: ქეი-ქავუს II
რელიგია: სუნიზმი

მასუდ II (სპარს. غياث الدين مسعود بن كيكاوس; არაბ. غياث الدين مسعود بن كيكاوس‎‎; თურქ. III. Gıyaseddin Mesud) — ქეი-ქავუს II-ის უფროსი შვილი, რუმის სულთანი 1284–1296 და 1303-1307 წლებში.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასუდ II-მ ახალგაზრდობის გარკვეული პერიოდი ყირიმში, დევნილობაში გაატარა, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. 1280 წელს, იგი პირველად გამოჩნდა ანატოლიაში, როგორც ტახტის პრეტენდენტი. 1284 წელს, ჰულაგუიანთა სახელმწიფოს ახალმა ილხანმა — აჰმედ თოგუდანმა ტახტიდან ჩამოაგდო და სიკვდილით დასაჯა სულთანი ქეი-ხოსროვ II, რის შემდეგაც მომდევნო სულთნად მასუდ II გამოაცხადა[1]. აჰმედის მემკვიდრემ, არღუნ-ხანმა სელჩუკთა მიწები დაყო და კონია და სასულთნოს დასავლეთი ნაწილის ნახევარი ქეი-ხოსროვ II-ის შვილებს გადასცა. მასუდ II-მ მოკლა გარდაცვლილი სულთნის შვილები და 1286 წელს სასულთნოში დამკვიდრდა[2].

1298 წელს, მასუდ II ტახტიდან ჩამოაგდეს და რუმის სულთნის თანამდებობაზე ქეი-ყუბად III დანიშნეს. ახალი სულთანი 1302 წელს, ილხანთა საყაენოში სტუმრობისას, ყაზან-ყაენმა სიკვდილით დასაჯა. ამის შემდეგ, 1303 წელს, მათ კვლავ მასუდ II დააბრუნეს ტახტზე[3].

1306 წლიდან, მასუდ II და თვით რუმის სასულთნო ისტორიულ წყაროებში აღარ მოიხსენიება[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Райс Т. Сельджуки. Кочевники — завоеватели Малой Азии. — 2004. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 5-9524-0949-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Claude Cahen, Pre-Ottoman Turkey: a general survey of the material and spiritual culture and history, trans. J. Jones-Williams (New York: Taplinger, 1968), p. 294
  2. Cahen, Pre-Ottoman Turkey, p. 295
  3. 3.0 3.1 Cahen, Pre-Ottoman Turkey, p. 301
წინამორბედი:
ქეი-ხოსროვ III
რუმის სულთანი
1284–1296
შემდეგი:
ქეი-ყუბად III
წინამორბედი:
ქეი-ყუბად III
რუმის სულთანი
1303-1307
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა