ქეი-ყუბად II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქეი-ყუბად II
علاء الدين كيقباد بن كيخسرو‎‎
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1249
მმართ. დასასრული: 1257
წინამორბედი: ქეი-ხოსროვ II
მემკვიდრე: ქილიჩ-არსლან IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1239
გარდ. თარიღი: 1257
გარდ. ადგილი: ერზურუმი
სრული სახელი: Alaeddin Keykubad bin Keyhüsrev
მამა: ქეი-ხოსროვ II
დედა: გურჯი-ხათუნი
რელიგია: სუნიზმი

ქეი-ყუბად II (სპარს. علاء الدين كيقباد بن كيخسرو; თურქ. II. Alâeddin Keykubad; დ. 1239 — გ. 1257) — ქეი-ხოსროვ II-ის უმცროსი შვილი, რუმის სულთანი 1249-1257 წლებში.

1246 წელს, სულთან ქეი-ხოსროვ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ჰულაგუიანთა სახელმწიფოს ილხანმა, ჰულაგუ-ხანმა რუმის სულთნად გარდაცვლილის უფროსი შვილი — ქეი-ქავუს II დანიშნა[1]. ქოსე-დაღის ბრძოლაში რუმის სასულთნოს დამარცხების შემდეგ, სასულთნოს საზღვარზე გააქტიურდნენ დამოუკიდებელი თურქმანული ტომები, რომლებიც პერიოდულად ძარცვავდნენ და უტევდნენ ქალაქს. არსებობდა იმის საშიშროება, რომ სასულთნოში სამოქალაქო ომი დაწყებულიყო, რის გამოც, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მონღოლებმა სულთნის ტიტული ქეი-ხოსროვ II-ის სამივე შვილს — ქეი-ქავუს II-ს, ქეი-ყუბად II-ს და ქილიჩ-არსლან IV-ს მიანიჭეს.

ქეი-ყუბად II გამოირჩეოდა სუსტი პოლიტიკით. გარდაიცვალა 1257 წელს, მონღოლეთიდან რუმის სასულთნოში დაბრუნებისას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Claude Cahen, Pre-Ottoman Turkey: a general survey of the material and spiritual culture and history, trans. J. Jones-Williams, (New York: Taplinger, 1968) 271-277.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Тамара Т. Райс. Сельджуки. Кочевники — завоеватели Малой Азии. — с. 74
წინამორბედი:
ქეი-ხოსროვ II
რუმის სულთანი
1249–1257
შემდეგი:
ქილიჩ-არსლან IV