ქეი-ქავუს II
ქეი-ქავუს II | |
---|---|
عز الدين كيكاوس بن كيخسرو | |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1246 |
მმართ. დასასრული: | 1257 |
წინამორბედი: | ქეი-ხოსროვ II |
მემკვიდრე: | ქილიჩ-არსლან IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1234/1235 |
გარდ. თარიღი: | 1279/1280 |
სრული სახელი: | İzzeddin Keykavus bin Keyhüsrev |
მამა: | ქეი-ხოსროვ II |
რელიგია: | სუნიზმი |
ქეი-ქავუს II (თურქ. II. İzzeddin Keykavus; სპარს. عز الدين كيكاوس بن كيخسرو) — ქეი-ხოსროვ II-ის შვილი, რუმის სულთანი 1246–1257 წლებში[1].
ქეი-ხოსროვ II-ის გარდაცვალების დროს, 1246 წელს, იგი საკმაოდ ახალგაზრდა იყო და ვერ შეძლო მონღოლთა მიერ ანატოლიის დაპყრობის თავიდან აცილება. მმართველობის უმეტეს პერიოდში, იგი ტახტს საკუთარ ძმას — ქილიჩ-არსლან IV-ს უზიარებდა. 1256 წელს, მონღოლებმა დაამარცხეს ქეი-ქავუს II, რომელიც შემდეგ ბიზანტიაში გაიქცა. ბიზანტიის იმპერიის სასამართლომ, სულთანი დააკავა. ამის შემდეგ, მისმა ძმამ, ქეი-ყუბად II-მ თხოვნით მიმართა ოქროს ურდოს ყაენს — ბერქას. ოქროს ურდოს სარდალი, ნოღაი, შეიჭრა ბიზანტიის იმპერიაში და გაათავისუფლა დაპატიმრებული სულთანი ქეი-ქავუს II. ბერქამ მას გარკვეული ტერიტორია მიანიჭა ყირიმში, სადაც სულთანმა დარჩენილი ცხოვრება გაატარა.
ქეი-ქავუს II გარდაიცვალა დევნილობაში, ყირიმში, 1279 ან 1280 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Charles Cawley.. Seldjukid Sultans of Rum en. Foundation for Medieval Genealogy. ციტირების თარიღი: 25-11-2009.
ქეი-ქავუს II-ის მონეტები
- Mehmet Eti.. Izz ad-Din Kay-Ka'us II first reign (1246-1249 AD, 644-647 AH) en. Anatolian Coins. დაარქივებულია ორიგინალიდან — 01-02-2008. ციტირების თარიღი: 25-11-2009.
- Mehmet Eti.. Izz ad-Din Kay-Ka'us II second reign (1257-1262 AD, 655-660 AH). en. Anatolian Coins. დაარქივებულია ორიგინალიდან — 01-02-2008. ციტირების თარიღი: 25-11-2009.
- Mehmet Eti.. Three brothers en. Anatolian Coins. დაარქივებულია ორიგინალიდან — 01-02-2008. ციტირების თარიღი: 25-11-2009.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი: ქეი-ხოსროვ II |
რუმის სულთანი 1246–1257 |
შემდეგი: ქილიჩ-არსლან IV |
|