მალიქ-შაჰი (რუმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მალიქ-შაჰი
ملک شاه
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1110
მმართ. დასასრული: 1116
წინამორბედი: ქილიჩ-არსლან I
მემკვიდრე: მასუდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: XI საუკუნე
გარდ. თარიღი: 1116
სრული სახელი: Şahinşah bin Kılıç Arslan
რელიგია: სუნიზმი

მალიქ-შაჰი, აგრეთვე ცნობილი როგორც მელიქ-შაჰი (სპარს. ملک شاه; თურქ. Melikşah) — რუმის სულთანი 1110-1116 წლებში.

მალიქ-შაჰის ძმის, ქილიჩ-არსლან I-ის გარდაცვალების შემდეგ, 1107 წლიდან სამი წლის განმავლობაში რუმის სასულთნოს ტახტი ვაკანტური იყო. 1110 წლამდე, მალიქ-შაჰი ისპაანში, პატიმრობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, 1110 წელს, იგი ანატოლიაში დაბრუნდა, ისარგებლა იმ ფაქტით, რომ გარდაცვლილი ძმის უფროსი შვილები სასულთნოში არ იმყოფებოდნენ (მასუდ I დანიშმენდებს ჰყავდათ დატყვევებული, ხოლო არაპი — სპარსელებს) და საკუთარი თავი რუმის სულთნად გამოაცხადა[1].

ბიზანტიასთან ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1111 წელს, მალიქ-შაჰმა სამხედრო ოპერაციები წამოიწყო ბიზანტიის იმპერატორისალექსი I კომნენოსის წინააღმდეგ, მაგრამ იღბალი იმპერატორის მხარეს იყო, რის გამოც, 1112 წელს, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ზავის მიუხედავად, სელჩუკები მაინც განაგრძობდნენ ისეთ სანაპირო ქალაქებზე თავდასხმებს, როგორიცაა ნიკეა, ბურსა, პერგამონი და მიზია[2].

1116 წელს, ფილომელიონის ბრძოლაში, ბიზანტიელებმა სასტიკად დაამარცხეს მუსლიმები. ბრძოლის შემდეგ, მალიქ-შაჰმა ალექსი კომნენოსთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც იგი თანახმა იყო, რომ ბიზანტიელებს დაებრუნებინათ ანატოლია, მაგრამ მას შემდეგ, რაც სულთანი დაბრმავდა და იგი თანამდებობიდან გადააყენეს, აღნიშნული ხელშეკრულება ბათილად გამოცხადდა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1116 წელს, მალიქ-შაჰი მასუდ I-მა მოკლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Анна Комнина. Алексиада. — 1996. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 5-89329-006
  • Райс Тамара Т. Сельджуки. Кочевники - завоеватели Малой Азии. — 2004. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 5-9524-0949-0
  • Успенский, Фёдор Иванович История Византийской империи. В 5 т. — 2005. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 5-271-03856-4

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Тамара Т. Райс. Сельджуки. Кочевники — завоеватели Малой Азии
  2. Успенский Ф. И. История Византийской Империи. Отдел VI. Комнины. Глава VIII. Последние წელიы Алексея Комнина. Участие русских в делах Византии. — 2005. — გვ. {{{გვერდნი}}} .
წინამორბედი:
ქილიჩ-არსლან I
რუმის სულთანი
1110–1116
შემდეგი:
მასუდ I