ალაედინ ქეიყუბადი
იერსახე
| ქეი-ყუბად I | |
|---|---|
| علاء الدين كيقباد بن كيكاوس | |
|
ქეი-ყუბად I-ის ძეგლი ალანიაში | |
| რუმის სულთანი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1220 |
| მმართ. დასასრული: | 1237 |
| წინამორბედი: | ქეი-ქავუს I |
| მემკვიდრე: | ქეი-ხოსროვ II |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 1188 |
| გარდ. თარიღი: | 1237 |
| მეუღლე: |
მაჰფარი ჰუნათ ხათუნი; ადილა ღაზია ხათუნი; ისმათ ალ-დუნია ვალ-დინი |
| შვილები: | ქეი-ხოსროვ II |
| სრული სახელი: | Alā ad-Dīn Kayqubād bin Kaykāvūs |
| მამა: | ქეი-ხოსროვ I |
ალაედინ ქეიყუბადი, აგრეთვე ცნობილი როგორც ქეი-ყუბად I (სპარს. علاء الدين كيقباد بن كيكاوس; თურქ. I. Alâeddin Keykûbad; დ. ?; გ. 1239) — აზიის სელჩუკთა სახელმწიფოს რუმის სულთანი 1219-1239 წწ. მის დროს სელჩუკთა სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. ალაედინ ქეიყუბადმა დალაშქრა ყივჩაყთა ქვეყანა, ყირიმი, კილიკიის სომხეთი, შეიერთა აღმოსავლეთ ანატოლიის მიწა-წყალი. მონღოლთა შემოსევების შედეგად დასუსტებულ საქართველოს წაართვა რამდენიმე ციხე-ქალაქი. ებრძოდა ხვარაზმელებს, მონღოლებსა და ბიზანტიელებს. 1220 წელს სავაჭრო ხელშეკრულება დადო ვენეციასთან. 1239 წელს ალაედინ ქეიყუბადი ტახტიდან ჩამოაგდო და მოწამლა მისმა შვილმა ყიასედინ ქაიხოსრომ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 260.
| წინამორბედი: ქეი-ქავუს I |
რუმის სულთანი 1220–1237 |
შემდეგი: ქეი-ხოსროვ II |
| |||||