ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატი
იერსახე
1952 წელს ფიბამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში ვაჟთა გუნდებს შორის. თავიდან ჩემპიონატები არარეგულარულად ტარდებოდა, 1970 წლიდან კი ფიბა იცავს ოთხ წლიან ციკლს.
1959 წელს სსრ კავშირის ნაკრებმა დაამარცხა ყველა მეტოქე, მაგრამ უარი თქვა ტაივანის გუნდთან თამაშზე და მას (და ბულგარეთის გუნდს) დისკვალიფიკაციაა მისცეს. ამან ჩემპიონობის შანსი მისცა ბრაზილიას.
1992 წლიდან ფიბამ გადაწყვიტა ტურნირებში დაეშვა პროფესიონალები. ამან კიდევ უფრო გაზარდა ჩემპიონატებისადმი ინტერესი.
სსრ კავშირის არსებობის პერიოდში ქართველი კალათბურთელები თითქმის ყოველთვის იცავდნენ საბჭოთა ნაკრების ღირსებას.
- 1959 - გურამ აბაშიძე, გურამ მინაშვილი,
- 1963 - ანზორ ლეჟავა, გურამ მინაშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე,
- 1967 - ზურაბ საკანდელიძე,
- 1970 - ზურაბ საკანდელიძე, სერგეი კოვალენკო,
- 1982 - ნიკოლოზ დერიუგინი.
ჩემპიონები და პრიზიორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენიშვნა: ნიშნით * აღნიშნულია დამატებითი ტაიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006;
- Баскетбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“, 1982.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official Web Site FIBA Europe
- Sports123 დაარქივებული 2014-01-17 საიტზე Wayback Machine.
- შედეგების არქივი