გურამ მინაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გურამ მინაშვილი

გურამ მინაშვილი
გამთამაშებელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 25 ნოემბერი 1936
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
გარდაიცვალა 1 მარტი, 2015 (79 წლის)
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 186 სმ
წონა 84 კგ

გურამ ვარლამის ძე მინაშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1936, თბილისი — გ. 1 მარტი, 2015, თბილისი) — ქართველი კალათბურთელი. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965). 1962 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. სკკპ წევრი 1974 წლიდან. მაირანოს სახელობის, თასის გათამაშების (იტალია) საუკეთესო მოთამაშე (1958).[1] 1957-1964 წლებში იყო სსრკ ნაკრების წევრი. მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1957, 1959, 1963), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1953), სამგზის მეორე (1959, 1960, 1961) და მესამე (1965) პრიზიორი. 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც რომში ჩატარდა, სსრკ ნაკრების შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. სსრკ-ის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, 1959 წლის სპარტაკიადის პრიზიორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე.[2] დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და ღირსების ორდენით. დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გურამ მინაშვილი სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წმინდა გიორგის ხატითა და საქართველოს ეროვნული ნაკრების სამახსოვრო მაისურით დააჯილდოვა.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]