ნიკოლოზ დერიუგინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ დერიუგინი

ნიკოლოზ დერიუგინი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 30 აპრილი 1959
ქუთაისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
სიმაღლე 206 სმ
წონა 105 კგ

ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დერიუგინი (დ. 30 აპრილი 1959, ქუთაისი, საქართველო) — ქართველი კალათბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1982). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1975-1985), „თბილისში“ (1991-1992), უნგრეთის მაფც-ში (1992-1993), თბილისის „ვითაში“ (1993-1994), თბილისის სდასუ-სა (1994-1995) და სლოვაკეთის „სლოვაკო ფარმაში“ (1995-1996). იყო სსრკ-ის (1978-1985) და საქართველოს (1995-1996) ნაკრები გუნდების წევრი. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980), მსოფლიოს (1982) და ევროპის (1981) ჩემპიონი, საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი (1978, 1979). 1993-1994 წლების სეზონის მიხედვით საქართველოს საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. ღირსების ორდენის კავალერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]