ანზორ ლეჟავა
იერსახე
ანზორ ლეჟავა (დ. 3 სექტემბერი, 1936, აბაშა — გ. 20 მარტი, 1997) — ქართველი სპორტსმენი (კალათბურთი), სსრკ ჩემპიონატების ოთხგზის მეორე (1959, 1960, 1961, 1969) და მესამე პრიზიორი (1965), სსრკ თასის მფლობელი (1969), სსრკ სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი. თამაშობდა თბილისის „ნაუკაში“, „ბურევესტნიკში“ (1954-1958) და თბილისის „დინამოში“ (1959-1972), მიწვეული იყო სსრკ ნაკრებში (1963). მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1963, ბრაზილია).
ძირითადი შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|
კალათბურთი | ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი 1962 | ||
კალათბურთი | ბრაზილია | მსოფლიო ჩემპიონატი 1963 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანზორ ლეჟავა[მკვდარი ბმული] — ქართული სპორტი
- ანზორ ლეჟავა — ბიოგრაფიული ლექსიკონი