ვლადიმერ უგრეხელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ უგრეხელიძე
შემტევი მცველი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 18 აგვისტო, 1939
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
გარდაიცვალა 3 თებერვალი, 2009 (69 წლის)
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 192 სმ
წონა 73 კგ

ვლადიმერ უგრეხელიძე (დ. 18 აგვისტო, 1939, თბილისი, საქართველოს სსრ, — გ. 3 თებერვალი, 2009, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). ღირსების ორდენის კავალერი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი. თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1958–1974). სსრკ ნაკრების წევრი (1960-1965), რომის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1960),[3] მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის ჩემპიონი (1961), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1968), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის სამგზის მეორე (1960, 1961, 1969) და მესამე (1965) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1969). მაღალი ნახტომისა და ჰაერში შეყოვნების უნარის გამო მეტსახელად „პტიცა“ შეარქვეს. თსუ-ის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე (1997-იდან), დოცენტი.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
კალათბურთი
ბელგრადი, იუგოსლავია
ევროპის ჩემპიონატი 1961 1st
კალათბურთი
ბრაზილია
მსოფლიო ჩემპიონატი 1963 3rd
კალათბურთი
ჟენევა,შვეიცარია
ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი 1962 1st
კალათბურთი
რომი, იტალია
ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960 2nd

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დანელია, ვაჟა. (18 აგვისტო, 2019) ვლადიმერ უგრეხელიძე - კაცი, რომელმაც რომის ოლიმპიადაზე ფარი ჩამოლეწა. lelo.ge. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2022
  2. გოდუაძე, ლაშა. კარიერა ფრაზებში: ვლადიმერ უგრეხელიძე. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-23. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2022
  3. XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო — 11 სექტემბერი. რომი, იტალია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022