შინაარსზე გადასვლა

ფარცხანაყანევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ფარცხანაყანევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°12′32″ ჩ. გ. 42°33′02″ ა. გ. / 42.20889° ჩ. გ. 42.55056° ა. გ. / 42.20889; 42.55056
დაარსდა ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეული
პირველი ხსენება XIII საუკუნე
ადრეული სახელები ფარსმანაყანევი
ცენტრის სიმაღლე 70
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 5090[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ფარცხანაყანევი — საქართველო
ფარცხანაყანევი
ფარცხანაყანევი — იმერეთის მხარე
ფარცხანაყანევი

ფარცხანაყანევისოფელი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სოფელში დგას შუა საუკუნეების ეკლესია.

მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 70 მეტრი, წყალტუბოდან 15 კილომეტრი. სოფელში გადის რკინიგზის ხაშური-სამტრედიის მონაკვეთი და სამტრედია-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალი. სოფელში მოიპოვება თიხა.

წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნეში ფარსმანაყანევის სახელწოდებით. სოფლის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები ადასტურებენ, რომ იგი უძველესი დროიდანაა დასახლებული. სოფელში მდებარეობს ძველი წელთაღრიხვის I ათასწლეულით დათარიღებული ფარცხანაყანევის სამაროვანი და აღმოჩენილია განძი. ძვ.წ. VI-II საუკუნეებში აქ კოლხებს ჰქონდათ დიდი ციხე–ქალაქი ფარსმანევი, რომელიც ძვ.წ. 64 წელს რომაელებმა აიღეს და დაანგრიეს. მისი ამჟამინდელი სახელიც ამ უძველესი სახელწოდებიდან მომდინარეობს. 1926 წლისთვის მისი მოსახლეობა შეადგენდა 5600 ადამიანს, ხოლო ფართობი 45,7 კმ²-ს.[2]

აღწერის წელი მოსახლეობა
1926 5600
2002 5729
2014 5090

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადა აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე. აქვე მდებარეობს მისი სახლ-მუზეუმი.

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა[მკვდარი ბმული] საქართველოს ეროვნული არქივი