შინაარსზე გადასვლა

დღნორისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დღნორისა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
თემი დღნორისა
კოორდინატები 42°28′07″ ჩ. გ. 42°49′06″ ა. გ. / 42.46861° ჩ. გ. 42.81833° ა. გ. / 42.46861; 42.81833
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 800
მოსახლეობა 321[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დღნორისა — საქართველო
დღნორისა
დღნორისა — იმერეთის მხარე
დღნორისა

დღნორისასოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, დღნორისის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დღნორისა, ლეხიდრისთავი, საჩხეური, ჭაშლეთი).

მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე, წყალტუბოდან 63 კილომეტრში. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს თავშავას ტბა.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 321 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 570 273 297
2014[1] 321 154 167

დღნორისა წყაროებში XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან იხსენიება. გვიანდელ შუა საუკუნეებში იგი ლეჩხუმის შემადგენლობაში იყო. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ადრინდელი შუა საუკუნეების „ნაციხვარის გორა“, შემორჩენილია ციხე-გალავნის კედლის ფრაგმენტები. სოფელსა და მის მიდამოებში აღმოჩენილია ძვ. წ. X–VIII სს. ბრინჯაოს კოლხური ცული, თოხები და სპილენძის ზოდები.

1958 წელს სოფლის მახლობლად, ადგილ „კორვაშის მთაზე“ აღმოჩნდა ძვ. წ. IV ს. დასასრულის კოლხური მონეტების განძი. აღმოჩენილი ნივთები და განძი დაცულია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში. 1989–1991 წლებში „კორვაშის მინდორზე“ არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი გ. გაბიძაშვილი) გამოვლინდა ძვ. წ. VIII–V სს. ნამოსახლარი. აღმოჩენილია მშრალი წყობით ნაგები შენობების კვალი, კერამიკული ნაწარმის ფრაგმენტები, კაჟისა და ობსიდიანის იარაღი, წიდები, ქვისა და თიხის საბეგველები და სხვ.

  • ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965.
  • წიტაიშვილი ზ., ქუთაისის მუზეუმის ნუმიზმატიკური ფონდი, «ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მასალები», ტ. 3, თბ., 1978.
  • გაბიძაშვილი გ., სულავა ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 525.
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II