ცხუნკური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ცხუნკური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
თემი ცხუნკური
კოორდინატები 42°24′01″ ჩ. გ. 42°34′33″ ა. გ. / 42.40028° ჩ. გ. 42.57583° ა. გ. / 42.40028; 42.57583
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 260
მოსახლეობა 777[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
ცხუნკური — საქართველო
ცხუნკური
ცხუნკური — იმერეთის მხარე
ცხუნკური

ცხუნკურისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ყუმისთავი, ჩუნეში), ბესიაური.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის ბორცვიან მთისწინეთში, მდინარე სემის (გუბისწყლის მდგენელი) ნაპირას, წყალტუბო–ცაგერის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 260 მეტრი, წყალტუბოდან 15 კილომეტრი. სოფელში მდებარეობს ცხუნკურის მღვიმე. სოფელში არის ბენტონიტური თიხის საბადო.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 777 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1 280 623 657
2014[1] Decrease2.svg 777 391 386

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში. სოფელში მდებარეობს 1652 და 1804 წელს აშენებული ეკლესიები. 1926 წლისთვის ცხუნკურის თემი შედგებოდა შვიდი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 6856 ადამიანს, ხოლო ფართობი 93,6 კმ2-ს.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა საქართველოს ეროვნული არქივი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]