შინაარსზე გადასვლა

ფარტაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარტაზი — პოლიტიკური მოღვაწე, დიდებული და ორატორი VI საუკუნის ლაზიკაში, რომელიც ორი დიდი სახელმწიფოს (ბიზანტიის და სპარსეთის) მეტოქეობის ასპარეზს წარმოადგენდა. ამ სახელმწიფოებმა ლაზიკას თავს მოახვიეს ხანგრძლივი ომი. განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება 553 წელს, ბიზანტიელთაგან გუბაზ მეფის მოკვლის შემდეგ. კოლხმა წარჩინებულებმა მოიწვიეს ხალხის ფარული ყრილობა, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. სწორედ ამ ყრილობაზე წარმოუთქვამს სიტყვა ფარტაზს. იგი ბიზანტიელებთან კავშირის შენარჩუნების მომხრედ გამოსულა. ყრილობაზე გაიმარჯვა ბიზანტიურმა ორიენტაციამ. ფარტაზის სიტყვა შემოგვინახა VI საუკუნის ბიზანტიელმა პოეტმა და ისტორიკოსმა აგათია სქოლასტიკოსმა.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 233.
  • ნ. კანდელაკი, ქართული მჭევრმეტყველება, თბ., 1958