მისიმიელთა აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მისიმიელთა აჯანყება 555ბიზანტიელთა ბატონობის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება. საბაბი გახდა ბიზანტიელი სარდლის სოტერიქეს თავხედური მოქცევა: სოტერიქე მისიმიელთა ქვეყანაში მივიდა, რათა კავკასიონის ჩრდილოეთით მცხოვრებ ბიზანტიის მოკავშირე ტომებისათვის განკუთვნილი ფული დაერიგებინა. მისიმიელებს ეჭვი აღეძრათ, რომ სოტერიქე ეგრისის საზღვარზე მდებარე ციხე ბუქლოოსს ალანებს გადასცემდა. ამის გამო მას 2 წარჩინებული მიუგზავნეს და წასვლა მოსთხოვეს. სოტერიქემ მისიმიელთა წარგზავნილები ჯოხით აცემინა, რითაც მთელი ხალხი შეურაცხყო. იმავე ღამეს მისიმიელები თავს დაესხდნენ ბიზანტიელთა ბანაკს და ყველანი გაჟლიტეს, შემდეგ ირანელების მხარეზე გადავიდნენ და მათ დახმარება სთხოვეს. ბიზანტიელებმა სასტიკად ჩაახშვეს აჯანყება და მისიმიელები ისევ მათ დაემორჩილდნენ. ბიზანტიელებმა ვერ გაბედეს სოფლებში რაზმი ჩაეყენებინათ და ცენტრალურ ეგრისში დაბრუნდნენ. მისიმიელები კი კვლავ ძველებური ცხოვრების აღდგენა-განახლებას შეუდგნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973;
  • ყაუხჩიშვილი ს., მისიმიანთა ტომი, «თსუ შრომები» , 1936, ტ. 1;
  • Анчабадзе З. В., Очерк этнической истории абхазского народа, Сух., 1976;