ტელეფისის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტელეფისის ბრძოლა553 წელს ბრძოლა ეგრის-ბიზანტიისა და სასანიანთა იმპერიისს ჯარს შორის ეგრისის დიდი ომის დროს ტელეფისის ციხესთან.

552 წელს ირანელებმა დაასრულეს საომარი ოპერაციები ეგრისში და მუხირისის აღებით საბოლოოდ გამაგრდნენ ეგრისის აღმოსავლეთ ნაწილში ცხენისწყლიდან იბერიამდე. მაგრამ მათ აწუხებდათ ის, რომ ბიზანტიელებს გამაგრებული ჰქონდათ ფაზისისკენ მიმავალ გზაზე არსებული ციხესიმაგრეები როდოპოლისი, ნესოსი და ტელეფისი. ტელეფისის ციხეში გამაგრებული იყო ბიზანტიელი სარდალი მარტიანე. ირანელების მიზანი იყო ბიზანტიელთა განდევნა ამ ციხეებიდან. მათ ჯერ როდოპოლისი აიღეს და 553 წელს მიადგნენ ტელეფისს. აგათია სქოლასტიკოსის ცნობით ტელეფისის ციხე კარგად ადცულ ადგილას მდებარეობდა და ბიზანტიელებსაც ის დამატებით ჰქონდა გამაგრებული. ამიტომ ირანელების სარდალმა მერმეროემ მის ასაღებად ხერხს მიმართა: ხმა გაავრცელა თითქოს უკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა. ბიზანტიელებმა სიფხიზლე მოადუნეს. ირანელებმა ამით ისარგებლეს და ტელეფისის ციხე მოულოდნელად აიღეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 687.
  • ყაუხჩიშვილი, ს. (1936). ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი III. ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 311-316.