აიეტი (ორატორი)
იერსახე
| აიეტი | |
|---|---|
| პირადი ინფორმაცია | |
| ნამუშევრები და მიღწევები | |
| საქმიანობა | ორატორი[1] და პოლიტიკოსი[1] |
| მოქალაქეობა | ეგრისი[1] |
| პერიოდი | VI საუკუნე[1] |
აიეტი — VI საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ორატორი, წარჩინებული კოლხი. ბიზანტიელების მიერ ლაზიკის მეფე გუბაზ II-ის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ ეგრისის კრებაზე (555) ხალხს მოუწოდა, ირანული ორიენტაციისათვის დაეჭირათ მხარი. მისი ეს სიტყვა კლასიკური მჭევრმეტყველობის ნიმუშია. ხალხთა ურთიერთობის საფუძვლად აიეტს სათნოება და „კეთილი საწყისი“ მიაჩნდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოზალიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 231.
| |||||||||||||||||||
- 1 2 3 4 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.