შინაარსზე გადასვლა

არქეოპოლისის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არქეოპოლისის ბრძოლა
ეგრისის დიდი ომის ნაწილი
თარიღი 551
მდებარეობა არქეოპოლისი, ეგრისის სამეფო
სტატუსი ბიზანტიელ-ეგრისელთა გამარჯვება
მხარეები
ბიზანტიის იმპერიის დროშა ბიზანტიის იმპერია

ეგრისის სამეფო

სასანიანთა იმპერიის დროშა სასანიანთა იმპერია
მეთაურები
მერმეროე

არქეოპოლისის ბრძოლა 551 — ბრძოლა ბიზანტიელ-ეგრისელებსა და ირანელებს შორის ეგრისის დიდი ომის (542-562) დროს. პეტრასთან მარცხის შემდეგ ირანელები შეეცადნენ აეღოთ ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი (ახლანდელი ნოქალაქევი), რომელსაც ბერძნები არქეოპოლისს უწიდებდნენ. ირანელთა სარდალმა მერმეროემ ქალაქის ძნელად მისადგომ ზემო ჭიშკართან გამოცდილი მშვილდოსნები გაგზავნა, თვითონ კი მთელი ჯარით, ტარანებით და სპილოებით ციხე-ქალაქს ქვემო ჭიშკარს მიადგა. იერიშის დროს ადგილობრივმა მოღალატემ მერმეროეს დავალებით ცეცხლი წაუკიდა სურსათის საწყობებს, მაგრამ ირანელებმა ქალაქი მაინც ვერ აიღეს.