ანტიოქიის სამთავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტიოქიის სამთავრო
Principatus Antiochenus
იერუსალიმის სამეფოს და ბიზანტიის იმპერიის ვასალი

 

1098–1268

გერბი

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
დედაქალაქი ანტიოქია
ენები ლათინური,ბერძნული,ძველი ფრანგული,სომხური,არაბული
რელიგია კათოლიციზმი (თუმცა ცხოვრობდნენ მრავალი რელიგიის მიმდევარები)
მთავრობა სამთავრო
მთავრები ბოემონდ I (პირველი)
ბოემონდ VI (უკანასკნელი)
ისტორია
 -  შეიქმნა 1098
 -  ბეიბარები იპყრობენ 1268
დღეს ამ ტერიტორიაზე თურქეთის დროშა თურქეთი
სირიის დროშა სირია

ანტიოქიის სამთავრო (ლათ. Principatus Antiochiae, ფრანგ. Principauté d'Antioche, იტალ Principato d'Antiochia) — იყო ერთ-ერთი იმ ჯვაროსან სახელმწიფოთაგანი, რომლებიც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს შეიქმნა.

ანტიოქიის სამთავრო ბევრად პატარა იყო ვიდრე იერუსალიმის სამეფო ან ედესის საგრაფო,იგი მოიცავდა ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს,მას სამხრეთით ტრიპოლის საგრაფო ესაზღვრებოდა,აღმოსავლეთით ედესა,ჩრდილი-დასავლეთით კი ბიზანტიის იმპერია ან სომხეთის სამეფო (შუა საუკუნეების დროინდელი.).XII საუკუნისთვის ანტიოქია 20,000-მდე მაცხოვრებელს ითვლიდა,მათი უმეტესი ნაწილი სომხები და ბერძნები იყვნენ,რომლებიც მართლმადიდებლურ ქრისტიანობას მისდევდა,თუმცა ანტიოქიის მმართველები ყოველთვის კათოლიკე ნორმანები იყვნენ,რომლებიც სამხრეთ იტალიიდან იყვნენ წარმოშობით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიოქიის ალყა, შუა საუკუნეების მინიატურა

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა,ტანკრედი და ბალდუინ ბულონელი (მოგვიანებით იერუსალიმის მეფე ბალდუინ I) ედესისკენ დაიძრენ, ჯვაროსნების დიდი ნაწილი კი ანტიოქიის ალყაში დარჩა. ჯარს სათავეში ბოემონდ I ჩაუდგა რომელიც მოგვიანებით ანტიოქიის პირველი პრინციც გახდა, ალყა ზამთრამდე გაგრძელდა და ჯარისკაცებს მკაცრ პირობებში უწევდათ ყოფნა, ლეგენდის თანახმად ისინი საკუთარ ცხენებს და გარდაცვლილ ჯარისკაცებს ჭამდნენ ხოლმე.

ანტიოქიის დაცემის ალბათობა ძალიან დაბალი იყო, ქალაქი კარგად იყო შეიერაღებული და მას 400-მდე კოშკი იცავდა, თუმცა ბოემონდმა მოახერხა დაეთანხმებინა სომეხი გამაჰმადიანებული მცველი ფიროუზი, რომ ჯვაროსნებისათვის კარიბჭე გაეღო. ჯვაროსნების ქალაქის დაკავებიდან 4 დღეში მოსულიდან მუსლიმთა დიდი ჯარი კერბოღას სარდლობით დაიძრა ანტიოქიის დასაბრუნებლად, ამასობაში ანტიოქიისაკენ ბიზანტიის იმპერატორი ალექსი I კომნენოსი მოდიოდა დასახმარებლად, თუმცა მას გზად ცრუ ინფორმაცია უამებს რომ ანტიოქია დაეცა და ჯარი უკან გააბრუნა.

ანტიოქიის დაცემა გარანტირებული იყო, მაგრამ ჯვაროსნებს დახმარება გაუწია მისტიურმა ადამიანმა სახელად პეტრე ბართლომეო რომელსაც როგორც თვითონ ამბობდა გამოეცხადა ანდრია მოციქული და უთხრა მას რომ ქრისტეს შუბი, რომლითაც იგი აწამეს ინახებოდა ანტიოქიაში. ასეა თუ ისე გადმოცემის თანახმად შუბი მალევე თავად პეტრემ აღმოაჩინა რამაც ჯვაროსნებს მოტივაცია მისცა და მუსლიმების იერიშის მოგერიებაში დაეხმარა.

ანტიოქია დამოუკიდებელი სამთავრო იყო, თუმცა მას არ ჰყავდა ლიდერი, მსურველი ბევრი იყო, მაგრამ მათში ყველაზე ძლიერი ბოემონდი აღმოჩნდა. ბოემონდს ლაშქრობამდეც ჰქონდა პრინცის ტიტული ტარანტოში და მან გადაწყვიტა ეს ტიტული შეენარჩუნებინა და თავი ანტიოქიის პრინცად გამოაცხადა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Harris, Jonathan (2014), Byzantium and the Crusades, Bloomsbury, 2nd ed. ISBN 978-1-78093-767-0
  • Richard, Jean (1999). The Crusades: c. 1071-c. 1291. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62566-1. 
  • Steven Runciman, (1952) A History of the Crusades, vol. II: The Kingdom of Jerusalem and the Frankish East, 1100–1187. Cambridge University Press.