დობრინის ორდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დობრინის ორდენი
Fratres de Dobrin
Dobrzynski braty.svg
დობრინის ორდენის ემბლემა
აქტიური

დობრინის ორდენი (პოლ. Zakon Dobrzyński; გერმ. Orden von Dobrin) აგრეთვე ცნობილი როგორც დობრინის საძმო (პოლ. Bracia Dobrzyńscyსამხედრო ორდენი, რომელიც შეიქმნა მაზოვიის და პრუსიას შორის მდებარე ტერიტორიაზე, იმისათვის რომ ბოლო მოეღოთ XIII საუკუნეში წარმართი პრუსიელი ბალტების თავდასხმებისთვის. ორდენი შეიქმნა, პრუსიის პირველი ეპისკოპოსის, ქრისტიან ოლიველის მიერ (1216–1228). დობრინის ორდენი იყო ერთადერთი სამხედრო ორდენი, რომელიც პოლონეთში დაარსდა.

ლათინურ წყაროებში რაინდები ცნობილი იყვნენ როგორც, უფრო დიდი და გავლენიანი „ქრისტეს მეომრების“ უფროსი ორდენის ერთ-ერთი შტოს ნაწილად, რომლებსაც „პრუსიის იესო ქრისტეს რაინდებს“ უწოდებდნენ. 1228 წელს, ორდენის შექმნა დაადასტურა რომის პაპმა გრიგოლ IX-მ. მაზოვიის ჰერცოგმა კონრადმა, რაინდებს დობრინის დასახლება და მიმდებარე ტერიტორიები გადასცა, რომელიც პრუსიის მოსაზღვრე რეგიონს წარმოადგენდა. თავიდან ორდენი მოიცავდა 15 გერმანელ რაინდს ქვემო საქსონიიდან და მაკლენბურგიდან.

დობრინის ორდენი მხარს უჭერდა ცისტერციანელებს პრუსიაში მისიონერული საქმიანობის გასამართად და მათ წარმართი პრუსიელი ტომების თავდასხმებისაგან იცავდა. მათ იდეოლოგიას გამოსახავდა ასევე მათი სამოსი - ჯავშანზე გადაცმული ჰქონდათ თეთრი სამოსელი, რომელზეც გამოსახული იყო სიმბოლოები: აღმართული ხმალი და წითლი ვარსკვლავი, რომელიც არაქრისტიანელებისთვის იესო ქრისტეს გამოსახულებას წარმოადგენდა.

პრუსიის ომებში მათ მიერ მიღწეულმა წარმატებამ და ასევე ორდენის წევრების მცირე რაოდენობა, მიზეზი გახდა 1235 წელს, ორდენის უმრავლესობის, რომის პაპის ბულას ნებართვით, ტევტონების ირდენში გაერთიანებულიყვნენ.

1237 წელს, ორდენის დანარჩენი წევრები კონრარდის მიერ დროხიჩინში, სასაზღვრო ზოლის გასაძლიერებლად გადავიდნენ. დობრინის ორდენი უკანასკნელად, 1240 წელს კიევის მთავარის მიერ დროხინჩინის აღების დროს მოიხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alain Demurger, Chevaliers du Christ, les ordres religieux-militaires au Moyen Age, Seuil, Paris, 2002 ISBN 2-02-049888-X
  • Józef Marecki, Zakony w Polsce, Universitas, Kraków 2000
  • Dick Harrison (2005). Gud vill det! – Nordiska korsfarare under medeltiden. Ordfront förlag. ISBN 91-7037-119-9