ხმლის საძმოს ორდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხმლის საძმოს ორდენის გერბი
აღმოსავლეთ ევროპა 1466 წელს
  ფსკოვის რესპუბლიკა

ხმლის საძმოს ორდენი, ქრისტეს მებრძოლთა საძმო, მახვილოსანთა ორდენი ((გერმ. Schwertbrüderorden), ლათ. Fratres militiæ Christi de Livonia)[1]  — გერმანული კათოლიკური სამხედრო ორდენი.[2]

დაარსდა 1202 წელს რიგაში თეოდორიხ ტორეიდელის (დიტრიხი) მიერ,[1] რომელიც იმ დროს მისი ძმის, ეპისკოპოს ალბერტ ფონ ბუქსჰევდენის მაგივრობას წევდა. ორდენის მიზანი იყო ლივონიაში მისიონერული მოღვაწეობა და აღმოსავლეთ ბალტიისპირეთის დაპყრობა. 1204 წელს ორდენის შექმნა მოიწონა რომის პაპ ინოკენტი III-ემ. ორდენის არსებობა დამტკიცდა 1210 წლის პაპის ბულით,[3] ორდენის ოფიცალური სახელწოდება „ქრისტეს მებრძოლთა საძმო“ მომდინარეობდა მათ ლაბადაზე გამოსახული წითელი ხმლისა და მალტური ჯვრისგან. ექვემდებარებოდნენ რიგის ეპისკოპოსს, თუმცა სხვა მსხვილი სასულიერო-სარაინდო ორდენებისგან განსხვავებით, ხმლის ძმები ეპისკოპოსისგან ინარჩუნებდნენ ნომინალურ დამოუკიდებლობას. მათ წესდებას საფუძვლად ედო ტამპლიერების ორდენის წესდება.

XIII საუკუნეში დაიწყეს ლაშქრობები ლივების, ესტების, ზემგალების და ბალტიისპირეთის სხვა ხალხების წინააღმდეგ. ხელში ჩაიგდეს დიდძალი მიწები. 1236 წელს ლიტველების და ზემგალების გაერთიანებულმა ძალებმა შიაულიაის მახლობლად გაანადგურეს მახვილოსანთა ორდენი. ორდენის ნარჩენები 1237 წელს შეუერთდნენ ტევტონთა ორდენს და დააარსეს ლივონიის ორდენი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ჰაინრიხ ლატვიელის „ქრონიკა“
  2. „Меченосцы“. Большая советская энциклопедия (Третье издание რედ.). Советская энциклопедия. 1969 — 1978. pp. 18240. http://slovari.yandex.ru/Орден%20меченосцев/БСЭ/Меченосцы/. წაკითხვის თარიღი: 2011-12-12. "Меченосцы, Орден меченосцев, немецкий католичекий духовно-рыцарский орден, официально называвшийся "Братья Христова воинства" (Fratres militiae Christi), основан в 1202...".[მკვდარი ბმული]
  3. შენიშვნა.21-30