საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 75: ხაზი 75:
*თამარ ხიდაშელი (2008-2010);
*თამარ ხიდაშელი (2008-2010);
*თამარ ჩუგოშვილი (2010-2012);
*თამარ ჩუგოშვილი (2010-2012);
*კახა კოჟორიძე (2012-2014);
*[[კახა კოჟორიძე]] (2012-2014);
*[[ანა ნაცვლიშვილი]] (2014-2017);
*[[ანა ნაცვლიშვილი]] (2014-2017);
*სულხან სალაძე (2017-დღემდე);
*სულხან სალაძე (2017-დღემდე);

14:06, 20 ივლისი 2020-ის ვერსია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
დევიზი კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის
აბრევიატურა საია
შეიქმნა 1994 წლის სექტემბერი
სტატუსი მოქმედი
თავმჯდომარე სულხან სალაძე
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) — საზოგადოებრივი ორგანიზაცია; საქმიანობა დაიწყო როგორც პროფესიონალ იურისტთა გაერთიანებამ, რომელმაც მიზნად დაისახა იურისტის პროფესიის გარშემო არსებული უარყოფითი სტერეოტიპის შეცვლა და საკუთარი პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობისა და საქმიანობის მაგალითზე იურიდიული პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათადაცვა, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდაჭერა.

„საია“ დაფუძნდა 1994 წლის 9 სექტემბერს, ოფიციალურად კი რეგისტრაცია გაიარა 1994 წლის 21 სექტემბერს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ (კავშირმა). „საია“ წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას. დღესდღეობით „საია“ 700-მდე წევრს აერთიანებს.

წლების განმავლობაში „საია“ ახორციელებს საქმიანობას შემდეგი მთავარი მიმართულებებით:

  • უფასო იურიდიული დახმარების სისტემის განვითარება;
  • იურიდიული სწავლება და სამოქალაქო განათლება;
  • საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა;
  • უფლებადარღვეულ მოქალაქეთა სასამართლო წარმომადგენლობა და სტრატეგიული სამართალწარმოება;
  • იურისტთა პროფესიული დაოსტატება;
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
  • ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალეობის ხელშეწყობა.

საია საქმინობას ახორციელებს თბილისსა და რვა რეგიონში:

ორგანიზაციის თავმჯდომარეები

რესურსები ინტერნეტში