ბონი (რელიგია): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.3) (ბოტის დამატება: dz:བོན།
ხაზი 42: ხაზი 42:
[[da:Bön-religionen]]
[[da:Bön-religionen]]
[[de:Bön]]
[[de:Bön]]
[[dz:བོན།]]
[[el:Μυθολογία του Θιβέτ]]
[[el:Μυθολογία του Θιβέτ]]
[[en:Bon]]
[[en:Bon]]

03:31, 20 იანვარი 2013-ის ვერსია

ნარში გონპას ბონ მონასტერი მგავასთან, სიჩუანი, ჩინეთი

ბონი (ტიბ. བོན་ - ბონ (ლჰასური დიალექტი: pʰø̃̀(n) ) — ტიბეტელთა ეროვნული რელიგია. ფაქტიურად იყო ტიბეტის სახელმწიფო რელიგია VI-დან IX ს-მდე. ქვეყანაში დომინირებდა ბუდიზმის მიერ XIII ს-ში განდევნამდე. დღეს-დღეობით, ბონის მიმდევრები ძირითადად ცხოვრობენ ტიბეტის ყოფილ ტერიტორია ქამში, ასევე სიკიმსა და ბჰუტანში.

ეტიმოლოგია

ტიბეტური ტერმინი „ბონ“, შეიძლება ითარგმნოს „რიტუალ“-ად. ამ სიტყვით აღინიშნება ლიტურგიული გალობა, რელიგიური ტექსტების დეკლამაცია, „ღვთაებათა მოხმობა“ და მისთ.. თანამედროვე ტიბეტურში „ბონ“ „ლა(བཟླ་ ბზლა)“-ს (რეციტირება) სინონიმად იხმარება.

ჯ. ტუჩი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „ბონი“ შეიძლება მოდიოდეს ტიბეტის ძველი სახელწოდებიდან - ბოდ, ბოდ ჲულ.

ბონის ისტორია

ბონის ღვთაების სენლჰა ოკარის ( ტიბ. གསེན་ ལྷ་ འོད་དཀར་ ) თანგკა

ბონ რელიგიის ისტორიის მეცნიერულად შესწავლა გარკვეულ სირთულებთანაა დაკავშირებული, მათგან ერთ-ერთი მთავარია ისტორიული წყაროების არარსებობა. ბონის ერთადერთ ტექსტად, რომელიც ასე თუ ისე შეიძლება ჩაითვალოს წყაროდ, არის სარატ ჩანდრა დასის 1915 წ-ს გამოცემული „ბონური ქრონიკები“ (རྒྱལ་རབས་ བོན་གྱི་འབྱུང་གནས་ გჲალ რაბ ბონ გჲი 'ჯუნგ ნე / რგჲალ რაბს ბონ გჲი 'ბჲუნგ გნას) XIV ს-ის დასასრულს, XV ს-ის დასაწყისში შედგენილი. მე-20 საუკუნის დასაწყისში ითარგმნა გერმანულად.

ტრადიციული ისტორია

ერთ-ერთი ტიბეტური გადმოცემის თანახმად, ბონის სწავლება 15-16 ათას ჩვ.წ/აღ-მდე ცენტრალურაზიურ ქვეყანა ოლმო ლუნგრინგიდან გასხივოსნებულმა ტონპა შენრაბმა მოიტანა.

ტიბეტში ბონის სწავლება თავდაპირველად შანგ-შუნგის (სამხ.-დასავლეთ ტიბეტი) ქვეყანაში დამკვიდრდა. შემდგომში, ზოგიერთი დასავლელი მეცნიერის აზრით, მისმა შამანურმა და მაგიურმა წეს-ჩვეულებებმა გავლენა მოახდინეს ბუდისტურ სკოლა ნჲინგმაზე. სხვა მოსაზრებით, ბუდიზმმა გავლენა მოახდინა ბონის ძველ შამანურ პრაქტიკებზე, რის შედეგადაც წარმოიშვა რეფორმირებული ბონი.

ბონის აღმსარებლები საუბრობენ თავიანთი სწავლების სამ „ისტორიულ ფორმაზე“:

  1. ძველი (შამანური) ბონი;
  2. რეფორმირებული ბონი;
  3. „მარადიული ბონი“ ან „სვასტიკის ბონი“ (გჲუნგ დრუნგ ბონ).

ბონის სულიერი პრაქტიკები

ბონი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტიბეტურ ბუდიზმს ძალიან გავს, შეიძლება გავასხვავოთ გარკვეული მახასიათებლებით:

  1. ბონის ხაზის წარმოშობა უფრო ბუდა ტონპა შენრაბის (ტიბ. སྟོན་པ་གཤེན་རབ་ )კვალზეა, ვიდრე ბუდა შაკჲამუნისაზე.
  2. ბონელები „ჲუნგდრუნგს“ (ან საუვასტიკა) ვაჯრას (ტიბ. დორჯე རྡོ་རྗེ་ ) ნაცვლად გამოიყენებენ სიმბოლოდ და რიტუალურ იარაღად.
  3. ზარის ნაცვლად, ბონელები თავიანთ რიტუალებში „შანგს“ იყენებენ.
  4. ბონში „ცხრაგზიანი გზაა“ აღწერილი. ეს განსხვავდება ტიბეტური ბუდიზმის სკოლა ნჲინგმის ცხრა-ჲანა (-ბორბალი) სისტემისგან.
  5. ბონის ტექსტის კანონები შეიცავს წესებს სულების დასაწყნარებლად, ამინდზე გასავლენად, ადამიანების სულიერად განსაკურნებლად და სხვა შამანურ პრაქტიკებს. ბევრი ეს პრაქტიკა ტიბეტური ბუდიზმის ზოგიერთ ფორმებშიცაა გავრცელებული.
  6. ბონს აქვს წმინდა ტექსტები, რ-ებიც არც სანსკრიტული და არც ტიბეტური წარმოშობისაა, რ-იც შეიცავს ჟანგ-ჟუნგის ენაზე დაწერილ ზოგიერთ ნაწილს.
  7. ბონის მითოლოგიური სამყარო მოიცავს ცხრა საუვასტიკას მთას და ტაგზიგ ოლმო ლუნგ რინგის სამოთხეს.

რესურსები ინტერნეტში