მაგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯონ უილიამ უოტერჰაუსის სურათი „კირკე ოდისევს თასს სთავაზობს“

მაგია — რიტუალების ერთობლიობა, რომლის მიზანია ზებუნებრივი ძალების გამოყენება. მაგიის რწმენა და პრაქტიკა მომდინარეობს უძველესი ადამიანიდან და დღესაც მნიშვნელოვანი სასულიერო, რელიგიური და სამედიცინო დატვირთვა აქვს ბევრ კულტურაში.

რწმენა, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა ზებუნებრივ ძალებზე, მაგალითად ლოცვა, მსხვერპლთშეწირვა ან მატრა გვხვდება პრეისტორიულ ჩანაწერებში, როგორიცაა ეგვიპტის პირამიდის ჩანაწერები ან ინდური ვედები. მაგია და რელიგია არის სწავლების სისტემა და რწმენა, რომელსაც იყენებს მრავალი საზოგადოება. შამანური კონტაქტის, ზოგიერთი ფორმა, სულების სამყაროსთან არის უნივერსალური. მაგია ხშირად არის იზოლირებული და საიდუმლო, საზოგადოების ფართო ფენებისგან სკეპტიკურად და ეჭვით დანახული. არასამეცნიერო საზოგადოებებში, ხშირად უბედურება აიხსნება როგორც მაგიური შეტევა.

ტერმინი „მაგიური აზროვნება“ ანთროპოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, და შემეცნებით მეცნიერებებში ეხება მიზეზობრივ აზროვნებას, ანდა გაღრმავებულ აზროვნებას, როგორიცაა გონების შესაძლებლობა იმოქმედოს ფიზიკურ სამყაროში, დაინახოს მენტალური ეტიოლოგიის ფილოსოფიური პრობლემა.

მაგიის, რელიგიისგან განსხვავებული, კონცეფცია პირველად განხილულ იქნა იუდაიზმში, როგორც წარმართული თაყვანისცემა, რომელიც შეიქმნა ღმერთებისგან სარგებლის მისაღებად. ვაუტერ ჰანეგრაფი ამტკიცებს, რომ მაგიის კონცეფციაა სხვადასხვა რელიგიურმა ჯგუფებმა გამოიყენონ ის თავისი რელიგიური რწმენისა და პრაქტიკის ასაღწერად, ან უფრო ხშირად სხვების დისკრედიტაციისთვის.

პრაქტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიტუალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგიური რიტუალები არის ზუსტად განსაზღვრული ქმედებები (მათ შორის მეტყველებაც), რომლებსაც იყენებდნენ იმისათვის, რომ მაგია აემუშავებინათ. ბრონისლავ მალინოვსკი აღწერს რიტუალების ენას შემდეგი სიტყვებით: „ბედ-იღბალის მაღალი კოეფიციენტის დაპყრობა“. ამ სიტყვებით იმიტომ აღწერს, რომ არქაული სიმბოლოებია გამოყენებული რიტუალების ენაში, რომელიც ჩვეულებრივი სალაპარაკო ენისგან ძალიან შორს დგას. გარდა ამისა, ს. ჯ. ტამბია წერს, რომ იმისდა მიუხედავად, რომ რიტუალების ძალა მდგომარეობს სიტყვებში, „ისინი მხოლოდ მაშინ აქტიურდება და ხდება ეფექტური, თუ მათ ჩაილაპარაკებ სპეციალურ კონტექსტში, რომელიც განსაზღვრულია გარკვეული ქცევით“.

ამ სხვა ქცევებში მოიაზრება გარკვეული ჟესტიკულაციები, რომლებსაც ვარაუდობენ, რომ აკეთებენ სპეციალური საგნებით განსაზღვრულ დროსა და ადგილას. ეს საგანი, ადგილი და შემსრულებელი ხშირ შემთხვევაში მოითხოვდა წინასწარ განწმენდას. პირობა, რომელსაც აკავშირებენ ბედნიერების ან იღბალის ვითარებასთან მოითხოვს გარკვეულ პერფორმატივებს (პერფორმატივებში ოსტინი მოისაზრებს თვითონ რიტუალების ჩატარებით მიღწეულ მიზანს, ანუ მაგალითად, ქორწილის ცერემონია შეგვიძლია მივიღოთ, როგორც რიტუალი და მხოლოდ განსაზღვრული რიტუალების შესრულებით ქორწინება შესრულებულად ითვლება).

ემილ დიურკემი განსაზღვრავს რიტუალების მნიშვნელოვნებას, როგორც რაიმე იარაღს იმისათვის, რომ გამოიყენონ „კოლექტიური წამლისთვის“, რომელიც ემსახურება იმას, რომ მხარი დაუჭიროს სოციუმის უნიფიკაციას ანუ სოციუმის გაერთიანებას. მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, ზოგიერთი ფსიქოლოგი ადარებს ასეთ რიტუალებს ობსესივ-კომპულსიურ რიტუალებს (ობსესივ-კომპულსიური ნიშნავს განმეორებითი ქმედებისკენ მიდრეკილს), და ასეთი რიტუალების გამო, ადამიანების ფოკუსირება დუნდება და დაბალ დონეზე ეცემა მათი გამოსახვა მარტივი ქმედებებით. ეს ქცევები კი აქვეითებს იმ განსაზღვრულ შედეგს, რომელიც უნდა მიეღოთ რიტუალების ჩატარების შემდეგ, რადგან აქცენტი კეთდება უფრო რიტუალის პროცესზე ვიდრე კავშირზე რიტუალსა და განსაზღვრულ მიზანს შორის.

მაგიური სიმბოლოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსგავსების პრინციპი ასევე ცნობილია, როგორც „იდეების ასოციაცია“, რომელიც განეკუთვნება „თანამგრძნობ მაგიას“, მოისაზრებს შემდეგს: თუ რაიმე გარკვეული შედეგი მოყვება რაიმე გარკვეულ ქმედებას, მაშინ ამ ქმედებამ გამოიწვია ეს შედეგი და ამ ქმედებას ეკისრება ვალდებულება. შესაბამისად, თუ ადამიანი ისევ აპირებს ამ ქცევის გამეორებას, მაშინ ისევ იგივე რეზულტატია მოსალოდნელი, ესაა კლასიკური მაგალითი მამლისა, რომელიც აუწყებს ხალხს მზის ამოსვლის შესახებ: როდესაც მამალი ყივის, ეს იმის მაცნეა, რომ მზე ამოდის, თუმცა ეს შეიძლება რეინტერპრეტირებული იყოს სხვაგვარად, თუ დამვკირვებელს სწამს მსგავსების კანონისა. მაგიის პრაქტიკოსის გონებაში, შეიძლება შემდეგნაირად იყოს საქმე: შესაძლოა მამალმა ადრე დაიყივლოს, მოგვიანებით ან საერთოდ არ დაიყივლოს, რაც შემდეგ ზეგავლენას მოახდენს მზის ამოსვლაზე, ან მის საერთოდ შეწყვეტაზე.

მავნე გავლენის პრინციპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასევე სხვა ტიპის მაგიურ აზროვნებას განეკუთვნება მავნე გავლენის პრინციპი. ეს პრინციპი გვთავაზობს, რომ როდესაც ორი საგანი ერთმანეთთან კონტაქტში შევა, ისინი გააგრძელებენ ერთმანეთზე ზეგავლენას მაშინაც კი, როდესაც მათი კონტაქტი გაწყდება. ტამბიამ მაგალითად მოიყვანა შვილად აყვანა: ამერიკელ ინდიელებში, როდესაც ბავშვს აიყვანდნენ, მისი ამყვანი მშობლები ბავშვს გაახვევდნენ თავიანთ ტანსაცმელში და ამოაძვრენდნენ ამ ტანსაცმლიდან. ეს სიმბოლურად ნიშნავდა დაბადების პროცესს, რაც მათ ასოციაციას უქმნიდათ იმისას, რომ ბავშვი მათი იყო. ამ ქცევით ეს ბავშვი ხდებოდა „მათი“ ბავშვი ემოციურად, მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიურად მათ არ ეკუთვნოდათ.

სიმბოლოები, ბევრი კულტურისთვის, რომლებიც მაგიას იყენებენ, ასოცირდება გარკვეული ტიპის ტექნოლოგიასთან: მკვიდრი ადამიანები იყენებენ სიმბოლოებს იმისათვის, რომ რამენიარად გააუმჯობესონ რაღაცები, ისევე როგორც განვითარებული კულტურის ხალხი იყენებს ირიგაციულ ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ დარგონ მოსავალი და მოუარონ მას. მაიკლ ბრაუნი განიხილავს ნანტაგის ქვების გამოყენებას აგუარუნაში და პარალელს ავლებს და ამსგავებს გარკვეული ტიპის ტექნოლოგიებს. მიიჩნევა, რომ ეს ქცევა სიმბოლურია თუ არა დამოკიდებულია სიტუაციის კონქესტზე და ასევე კულტურის წარმოშობაზე. ბევრი სიმბოლური ქცევა აღებულია მითოლოგიიდან, მაშინ, როდესაც სხვა რიტუალური ქცევები არის უბრალოდ ემოციების ექსპრესია და არ არის რაიმე ცვლილებისკენ მიმართული.

მაგიური ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგიის შესრულება თითქმის ყოველთვის მოითხოვს ენის გამოყენებას. ხმამაღლა ლაპარაკობ თუ არ ლაპარაკობ, სიტყვები ხშირად მაგიური ძალის გიდად გამოიყენება.

წიგნში „სიტყვის მაგიურ ძალებში“ ს. ჯ. ტამბია კამათობს ენასა და მაგიას შორის კავშირის არსებობის შესახებ და ამბობს, რომ წინაპრებისგან გადმოგვეცა რწმენა იმის შესახებ, რომ სიტყვებს შეუძლიათ მსოფლიოზე მოახდინოს ზეგავლენა.

მიიჩნევა, რომ მაგიური მეტყველება არის რიტუალური აქტი და უტოლდება, ხანდახან უფრო მნიშვნელოვანიც კი არის მაგიის პერფორმანსის არა სალაპარაკო აქტებზე: თუმცა ყველანაირი მეტყველება არ მიიჩნევა მაგიურად, მხოლოდ განსაზღვრული სიტყვები, ფრაზები ან სიტყვები, რომლებიც სპეციფიკურ კონტექსტში მოიხმარება მიიჩნევა მაგიური ძალის მქონედ.

მაგიური მეტყველება, ჩარლზ კეი ოგდენის და ივორ არმსტრონგ რიჩარდის თანახმად, წარმოშობილია მეცნიერული ენიდან, რადგან აქცევს სიტყვებს ემოციების სიმბოლოებად. ასევე ხდება მეცნიერულ ენაშიც, სიტყვები განკუთვნილია სპეციფიკური მნიშვნელობისთვის და მიმართულია ობიექტური გარე რეალობისკენ. მაგიური ენაც ასევე ადაპტირებულია და შექმნილია გარკვეული მეტაფორები, რომლებშიც სიმბოლოები მოიაზრება და ეხმარება მაგიურ რიტუალებს პარალელები გაავლონ სამყაროსთან.

ტამბია კამათობს იმასთან დაკავშირებით, რომ მაგიური ენა შეურაცხყოფას აყენებს ენის მთავარ მიზანს: კომუნიკაციას.

ჯადოქრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯადოქარი არის მაგიის პრაქტიკოსი, მაშინაც კი თუ ისინი არიან სპეციალისტები ან უბრალოდ ზოგადი პრაქტიკა აქვთ ამ დარგში და არ მიიჩნევენ თავიანთ თავს ჯადოქრებად. მაგიის ცოდნის ფლობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მიიღო მაგიური ძალა, ხშირ შემთხვევაში ადამიან უნდა დაეუფლოს გარკვეულ მაგიურ საგნებს, ნიშნებს ან ცხოვრებისეულ გამოცდილებას იმისათვის, რომ გახდეს ჯადოქარი.

მაგალითად, აზანდეებს შორის იმისათვის რომ კითხვა დაუსვან ორაკულს, ადამიანს უნდა ჰქონდეს ორივე ფიზიკური ორაკულიც (მაგალითად საწამლავი ან რაიმე ნივთი) და ასევე იმის ცოდნა თუ რა სიტყვებით უნდა მიმართოს მას და როგორ აამუშაოს ეს ნივთი. უამრავი ადამიანის დამახასიათებელი ნიშანი შეიძლება იყოს მიჩნეული მაგიური ძალის მიღებასთან კავშირში, ყველაზე ხშირად ამას უკავშირებენ უცნაურ დაბადებას.

XVI საუკუნეში ფრიულიში, ბავშვები რომლებიც იბადებოდნენ ნაყოფის წყლის გარსით, სჯეროდათ, რომ იყვნენ „ბენანდანტები“, ანუ იგივე, რაც „კეთილ მოსიარულეები“. ისინი ებრძოდნენ ბოროტ ჯადოქრებს და გრძნეულებს ღამ-ღამობით. მათ თავიანთი თავი არ მიაჩნდათ გრძნეულებად. ასევე დაბადების შემდეგ თუ რაიმე დაგემართა, მაგალითად რაიმე სასიკვდილო სენი გადაიტანე და გადარჩი ან სიკვდილს გადაურჩი რაიმე სხვაგვარად, მიიჩნევდნენ რომ გამოჯანმრთელების მაგიური ძალა მოგენიჭა.

ყველაზე ცნობილი მეთოდი იმისა, თუ როგორ გაარჩიონ მაგიის პრაქტიკოსი ჩვეულებრივი ადამიანებისგან არის გაზიარება (როდესაც გაანდობს თავის შესახებ ჯადოქარი ადამიანებს და სოციუმი მიიღებს მას ისეთს როგორიც არის). გარკვეული რიტუალებით ჯადოქრის ურთიერთობა ზებუნებრივთან და მისი შესვლა პროფესიონალურ კლასში მყარდება ხშირად რიტუალებით, რომლებიც სიკვდილის სიმულაციას აკეთებენ და შემდეგ ეს ჯადოქრები გარდაისახებიან ახალ სიცოცხლეში.

ვინაიდან განსაზღვრული კრიტერიუმები არსებობს იმისათვის, რომ ჯადოქარი გახდეს ადამიანი, უმეტესობა ამ მაგიისა კეთდება სპეციალისტების მიერ, ჩვეულებრივი ხალხი ლიმიტირებულია მარტივი მაგიის რიტუალების გაკეთებისგანაც კი. ჩვეულებრიბ დღიურ სიტუაციებში როდესაც სჭირდებათ, მაშინაც განსაზღვრული აქვთ რამდენი რიტუალის ჩატარება შეუძლიათ, ხოლო როდესაც საქმე შეეხება ადამიანის ჯანრმთელობას, ვალდებულები არიან კონსულტაცია გაიარონ სპეციალისტთან. სპეციალისტების და ჩვეულებრივი ჯადოქრების ძალები განისაზღვრება კულტურულად მიჩნეული სტანდარტებით და ჯადოქრობის ხარისხით და მოცულობით. ჯადოქარს არ შეუძლია უბრალოდ გამოიგონოს ან მიითვისოს რაიმე ახალი მაგია. პრაქტიკაში ჯადოქარი ისეთივე სიძლიერისაა, როგორიც მის მეგობრებს და სანაცნობოს მიაჩნიათ ის. სხვადასხვა კულტურებსი, სხვადასხვა ტიპის ჯადოქრები არიან კლასიფიცირებულები თავიანთი ძალის მიხედვით, ჯადოქრობით, გრძნეულობით, სიბოროტით, მკურნალობით და ა. შ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მაგია&oldid=3489398“-დან