ბონი (რელიგია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნარში გონპას ბონ მონასტერი მგავასთან, სიჩუანი, ჩინეთი

ბონი (ტიბ. བོན་ - ბონ (ლჰასური დიალექტი: pʰø̃̀(n) ) — ტიბეტელთა ეროვნული რელიგია. ფაქტობრივად იყო ტიბეტის სახელმწიფო რელიგია VI-დან IX ს-მდე. ქვეყანაში დომინირებდა ბუდიზმის მიერ XIII ს-ში განდევნამდე. დღესდღეობით, ბონის მიმდევრები ძირითადად ცხოვრობენ ტიბეტის ყოფილ ტერიტორია ქამში, ასევე სიკიმსა და ბჰუტანში.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

ტიბეტური ტერმინი „ბონ“, შეიძლება ითარგმნოს „რიტუალ“-ად. ამ სიტყვით აღინიშნება ლიტურგიული გალობა, რელიგიური ტექსტების დეკლამაცია, „ღვთაებათა მოხმობა“ და მისთ.. თანამედროვე ტიბეტურში „ბონ“ „ლა(བཟླ་ ბზლა)“-ს (რეციტირება) სინონიმად იხმარება.

ჯ. ტუჩი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „ბონი“ შეიძლება მოდიოდეს ტიბეტის ძველი სახელწოდებიდან - ბოდ, ბოდ ჲულ.

ბონის ისტორია[რედაქტირება]

ბონის ღვთაების სენლჰა ოკარის ( ტიბ. གསེན་ ལྷ་ འོད་དཀར་ ) თანგკა

ბონ რელიგიის ისტორიის მეცნიერულად შესწავლა გარკვეულ სირთულებთანაა დაკავშირებული, მათგან ერთ-ერთი მთავარია ისტორიული წყაროების არარსებობა. ბონის ერთადერთ ტექსტად, რომელიც ასე თუ ისე შეიძლება ჩაითვალოს წყაროდ, არის სარატ ჩანდრა დასის 1915 წ-ს გამოცემული „ბონური ქრონიკები“ (རྒྱལ་རབས་ བོན་གྱི་འབྱུང་གནས་ გჲალ რაბ ბონ გჲი 'ჯუნგ ნე / რგჲალ რაბს ბონ გჲი 'ბჲუნგ გნას) XIV ს-ის დასასრულს, XV ს-ის დასაწყისში შედგენილი. მე-20 საუკუნის დასაწყისში ითარგმნა გერმანულად.

ტრადიციული ისტორია[რედაქტირება]

ერთ-ერთი ტიბეტური გადმოცემის თანახმად, ბონის სწავლება 15-16 ათას ჩვ.წ/აღ-მდე ცენტრალურაზიურ ქვეყანა ოლმო ლუნგრინგიდან გასხივოსნებულმა ტონპა შენრაბმა მოიტანა.

ტიბეტში ბონის სწავლება თავდაპირველად შანგ-შუნგის (სამხ.-დასავლეთ ტიბეტი) ქვეყანაში დამკვიდრდა. შემდგომში, ზოგიერთი დასავლელი მეცნიერის აზრით, მისმა შამანურმა და მაგიურმა წეს-ჩვეულებებმა გავლენა მოახდინეს ბუდისტურ სკოლა ნჲინგმაზე. სხვა მოსაზრებით, ბუდიზმმა გავლენა მოახდინა ბონის ძველ შამანურ პრაქტიკებზე, რის შედეგადაც წარმოიშვა რეფორმირებული ბონი.

ბონის აღმსარებლები საუბრობენ თავიანთი სწავლების სამ „ისტორიულ ფორმაზე“:

  1. ძველი (შამანური) ბონი;
  2. რეფორმირებული ბონი;
  3. „მარადიული ბონი“ ან „სვასტიკის ბონი“ (გჲუნგ დრუნგ ბონ).

ბონის სულიერი პრაქტიკები[რედაქტირება]

ბონი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტიბეტურ ბუდიზმს ძალიან გავს, შეიძლება გავასხვავოთ გარკვეული მახასიათებლებით:

  1. ბონის ხაზის წარმოშობა უფრო ბუდა ტონპა შენრაბის (ტიბ. སྟོན་པ་གཤེན་རབ་ ) კვალზეა, ვიდრე ბუდა შაკჲამუნისაზე.
  2. ბონელები „ჲუნგდრუნგს“ (ან საუვასტიკა) ვაჯრას (ტიბ. დორჯე རྡོ་རྗེ་ ) ნაცვლად გამოიყენებენ სიმბოლოდ და რიტუალურ იარაღად.
  3. ზარის ნაცვლად, ბონელები თავიანთ რიტუალებში „შანგს“ იყენებენ.
  4. ბონში „ცხრაგზიანი გზაა“ აღწერილი. ეს განსხვავდება ტიბეტური ბუდიზმის სკოლა ნჲინგმის ცხრა-ჲანა (ბორბალი) სისტემისგან.
  5. ბონის ტექსტის კანონები შეიცავს წესებს სულების დასაწყნარებლად, ამინდზე გასავლენად, ადამიანების სულიერად განსაკურნებლად და სხვა შამანურ პრაქტიკებს. ბევრი ეს პრაქტიკა ტიბეტური ბუდიზმის ზოგიერთ ფორმებშიცაა გავრცელებული.
  6. ბონს აქვს წმინდა ტექსტები, რ-ებიც არც სანსკრიტული და არც ტიბეტური წარმოშობისაა, რ-იც შეიცავს ჟანგ-ჟუნგის ენაზე დაწერილ ზოგიერთ ნაწილს.
  7. ბონის მითოლოგიური სამყარო მოიცავს ცხრა საუვასტიკას მთას და ტაგზიგ ოლმო ლუნგ რინგის სამოთხეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]