ფუძიამა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: my:ဖူဂျီတောင်; cosmetic changes
ბოტის დამატება: be:Фудзіяма
ხაზი 60: ხაზი 60:
[[ar:جبل فوجي]]
[[ar:جبل فوجي]]
[[az:Fudzi]]
[[az:Fudzi]]
[[be:Фудзіяма]]
[[bg:Фуджи]]
[[bg:Фуджи]]
[[bn:ফুজিয়ামা]]
[[bn:ফুজিয়ামা]]

22:03, 21 ნოემბერი 2010-ის ვერსია

(ქვემორე სტატიაში იაპონური სახელების ქართული მართლწერის შესაბამისად გადმოტანისას კრიტერიუმი იყო არა ტრანსკრიბირების რუსული ტრადიცია, არამედ რომაჯი ( ローマ字 ). აღნიშნული რუსული ტრადიციის მიხედვით უნდა ეწეროს ფუი და არა ფუი.)
ფუჯი
富士山
კოორდინატები: 35°22′N 138°44′E
სიმაღლე 3.776 მ 
ტიპი სტრატოვულკანი (მძინარე)
პირველი ასვლა 663 უცნობი მღვდელი
ბოლო ამოფრქვევა 1707

მთა ფუჯი (იაპ. 富士山 [ɸɯʥisaɴ]) არის ყველაზე მაღალი მთა იაპონიაში. ზღვის დონიდან მისი სიმაღლე 3776 მეტრია და მდებარეობს ქვეყნის მთავარ კუნძულ ჰონსიუზე (რომაჯით [Honshū] ჰონშუ ) ტოკიოს ჩრდილოეთით, იამანაშისა და შიზუოკას პრეფექტურების საზღვარზე.

ფუჯის მთა წარმოადგენს იაპონიის ერთ-ერთი მთავარ ეროვნულ სიმბოლოს.

ეტიმოლოგია

კაცუშიკა: ფუჯიზე დამდგარი ურჩხული (ნახატი)

თანამედროვე იაპონური დაწერილობით ფუჯი შედგება შემდეგი კანჯისაგან (ჶუ, უხვი, მდიდარი), (ჯი, მეომარი, მებრძოლი) და (სან, მთა), მაგრამ სავარაუდოდ პირველი ორი ნიშანი მხოლოდ იმიტომ შეარჩიეს, რომ მათი წარმოთქმა სიტყვა მთის წარმოთქმას ედრება.

სახელის წარმოშობა უცნობია. მისი წარმოშობის შესახებ არსებობს მრავალი ლეგენდა თუ ვარაუდი, მაგალითად ამგვარი; 不尽 (ჶუჯინ, უსასრულო, უსრულო). იაპონელმა ონომასიოლოგმა კანჯი კაგამიმ თეზა წამოაყენა, რომ მთის სახელს იგივე ფუძე აქვს, როგორც ყვავილს გლიცინიას და ცისარტყელას (იაპონურად ნიჯი ან / თუ ფუჯი) და მისი (მთის) „გრძივი და თანაბარი კალთებისაგან“ მომდინარეობს. [1] [2] [3] [4]

"ფუჯისან", "ფუჯიამა" თუ "ფუძიამა"?

"ფუჯისან", "ფუჯიამა", "ფუძიამა" — ამ ფორმათა ფონეტიკურად უფრო მიახლოებული გადმოცემა შეიძლება შემდეგნიარად; "φუჯისან", "φუჯიჲამა" და "φუძიჲამა".

მაგრამ:

პირველ რიგში, რაც უნდა გამოირიცხოს არის მესამე და სამწუხაროდ დღეს ალბათ მეტ-ნაკლებად ყველაზე დამკვიდრებული ფორმა "ფუძიამა", რომელიც წარმოადგენს არა რომაჯის, არამედ რუსული ტრანსკრიბირების ერთგვარ კალკს და არ ითვალისწინებს ქართული ენის ფონეტიკურ შესაძლებლობებს იაპონურთან მიმართებაში. თუმცა მსგავსი პრობლემა დგას არამარტო იაპონურ, არამედ ბევრ იმ სხვა ენებთან მიმართებაში, რომლებსაც არასდროს, ან ნაკლებად შეისწავლიდნენ საქართველოში და შესაბამისად ამ ენობრივ სივრცეებთან (ჩინური, კორეული, ვიეტნამური, ტაი და ა.შ.) კულტურული და სხვა სახის კონტაქტები რუსული ენის (თარგმანები) მეშვეობით მყარდებოდა. ქართული იაპონოლოგია ჯერ კიდევ ახაალგაზრდა დარგია საქართველოში და დროთა განმავლობაში იგი ალბათ ფეხს მოიდგამს და მსგავსი პრობლემებიც ქართული იაპონოლოგიის ისტორიას ჩაბარდება მომავალში.

გარდა ამისა, დასავლეთში დღემდე ხშირად არასწორად გამოიყენება სახელი "ფუჯიამა" (Fujiyama), რაც ნიშან „-ის“ (მთა) მცდარი წაკითხვითაა გამოწვეული. ეს ნიშანი კუნიომის მიხედვით კი წამოითქმის, როგორც -ჲამა, მაგრამ კომპოზიტებში იგი წესითა და რიგით, ონიომის მიხედვით უნდა წავიკითხოთ, როგორც -სან.

მაშასადამე; იაპონელთა ამ ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სიმბოლოს სახელის მართებული ფორმა იაპონურად არის "ფუჯი-სან"ი, ანუ ქართულად ფუჯის მთა.

ზოგიერთი იაპონოლოგის მოსაზრებით სჯობდა მონბლანისა და ჯომოლუნგმას დარად ფუჯის მთასაც ფუჯისანი რქმეოდა.

სქოლიო

  1. 富士山の名前の由来
  2. 富士山 - 知泉Wiki
  3. 地名・富士山の意味
  4. 富士山アイヌ語語源説について