შინაარსზე გადასვლა

ნაპრალის ვულკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაპრალის ვულკანი და არხი
ლავური არხი
ნაპრალოვანი ამოფრქვევა

ნაპრალის ვულკანი, ნაპრალური ვულკანი — ხაზობრივი ვულკანური ყელი, რომლის გავლით ლავის ამონთხევა ჩვეულებრივ, ექსპლოზიური ამოფრქვევის გარეშე მიმდინარეობს. ამომყვანი არხი ნაპრალის სახისაა. ამოფრქვევა მიმდინარეობს ან მთელი ნაპრალის გასწვრივ, ან მის გარკვეულ მონაკვეთზე; ამასთან, ჩვეულებრივ, იგი მონოგენურია. ამონთხევის შემდეგ, ნაპრალი იკეტება, თუმცა ხშირად მის სიახლოვეს წარმოიქმნება ახალი ნაპრალი, საიდანაც ამონთხევა წინანდელზეა დაშრევებული.[1]

ყველაზე მსხვილ ზომებს აღწევს ბაზალტით აგებული ნაპრალის ვულკანის ლავის საფარი. მისი ცალკეული საფარები ჩვეულებრივ 5–15 მ სიმძლავრისაა, ზოგჯერ აღწევს 100 მ-ს. ისინი ცნობილია ისლანდიაში. უფრო იშვიათად გვხვდება ფხვიერი პროდუქტების მომტანი ნაპრალის ვულკანები. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ახალ ზელანდიაში არსებული ნაპრალი ტარავერა. 1886 წელს მომხდარი ამოფრქვევის დროს ამ 14,5 კმ სიგრძის ნაპრალის სიახლოვეს წარმოიქმნა 70 მ სიმაღლემდე არსებული ნაყარის შლაკური ზვინული. ნაპრალის ვულკანის სპეციფიკური ტიპი, შესაძლოა იყოს ინგიბრიტების ლიპარიტული და ლიპარიტ-დაციტური საფარი.[1]

ნაპრალის ვულკანი ხშირად ფარისებრი ვულკანის სტრუქტურის ნაწილია.[2] მისი სიგანე ხშირად რამდენიმე მ-ია, სიგრძე რამდენიმე კმ. ნაპრალის ვულკანი იწვევს ვეებერთელა ტრაპულ მაგმატიზმს, რომელიც გაედინება ჯერ ლავურ არხში, ხოლო შემდეგ ლავურ გვირაბში. ნაპრალის ტიპის ვულკანიზმი დედამიწის ისტორიის გარკვეულ პერიოდში ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული.[3]

დღეისათვის ნაპრალის ვულკანები გავრცელებულია შეზღუდულად და გვხვდება ცალკეულ რაიონებში, მაგალითად, ვულკანი ლაკი და კრაბლა ისლანდიაში, ჰავაისა და კამჩატკის ზოგიერთი ვულკანი და სხვა. ნაპრალოვანი ამონთხევები აგრეთვე ფართოდაა გავრცელებული ჰავაის დიდი ვულკანების ფერდობებზე. ვულკან კილაუეას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 9 კმ სიგრძის ნაპრალიდან ამოიღვარა 6,5 კმ სიგრძისა და რამდენიმე სანტიმენტრის სისქის თხიერი ლავის ნაკადი.[3]

ამ ტიპის ამოფრქვევა როგორც ჩანს, ფართოდაა განვითარებული აღმოსავლეთ წყნაროკეანური ამაღლებების წყალქვეშა რღვევებში, შუაატლანტიკურ ქედზე და მსოფლო ოკეანის სხვა აქტიურ ზონებში.[4] ასეთი ვულკანების ამოფრქვევისას ჩვეულებრივ, წარმოიქმნება კონუსისებრი ნაგებობები — სტრატოვულკანები, რომლებიც აგებულია ლავით, ტეფრით, პემზითა და ვულკანური მინით.[3]

ნაპრალის ვულკანი ჩვეულებრივ დაკავშირებულია ორ მოვლენასთან: რიფტულ ზონასთან და ვულკანის რღვევასთან. ნაპრალის ვულკანის ნაგებობები წარმოქმნის დამრეც, ამობურცულკალთიან ლავურ ქედებსა და ლავურ პლატოებს. ნაპრალის ვულკანი გართულებული შეიძლება იყოს მწვერვალებითა და პერიფერიული გრაბენებით.[5]

ნაპრალის ვულკანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სახელისიმაღლემდებარეობაბოლო ამოფრქვევა
მეტრიფუტიკოორდინატები
ბოლივიის დროშა კუეტანა57301879922°15′S 67°25′W / 22.25° ს. გ. 67.42° დ. გ. / -22.25; -67.42 (Quetena)უცნობი
კანადის დროშა მაუნტ-რეი2050673052°14′N 120°07′W / 52.23° ჩ. გ. 120.12° დ. გ. / 52.23; -120.12 (Ray Mountain)პლეისტოცენი
ჩილეს დროშა პუეუე1798589940°28′S 72°15′W / 40.46° ს. გ. 72.25° დ. გ. / -40.46; -72.25 (Cordón Caulle)2011
ერიტრეის დროშა მანდა-ინაკირი600+196812°23′N 42°12′E / 12.38° ჩ. გ. 42.20° ა. გ. / 12.38; 42.20 (Manda-Inakir)1928
ეთიოპიის დროშა ალუ429140713°49′N 40°33′E / 13.82° ჩ. გ. 40.55° ა. გ. / 13.82; 40.55 (Alu)უცნობი
ეთიოპიის დროშა ბიშოფტუს ვულკანური მინდორი1850+60698°47′N 38°59′E / 8.78° ჩ. გ. 38.98° ა. გ. / 8.78; 38.98 (Bishoftu Volcanic Field)უცნობი
ეთიოპიის დროშა ჰერტალი90029539°47′N 40°20′E / 9.78° ჩ. გ. 40.33° ა. გ. / 9.78; 40.33 (Hertali)უცნობი
ისლანდიის დროშა ელდგიაუ800262563°53′N 18°46′W / 63.88° ჩ. გ. 18.77° დ. გ. / 63.88; -18.77 (Eldgjá)934
ისლანდიის დროშა ჰოლუჰრაუნი730239564°52′N 16°50′W / 64.87° ჩ. გ. 16.83° დ. გ. / 64.87; -16.83 (Nornahraun)2014
ისლანდიის დროშა კრაბლა1984
ისლანდიის დროშა ლაკი620203464°04′N 18°14′W / 64.07° ჩ. გ. 18.23° დ. გ. / 64.07; -18.23 (Laki)1784
ინდონეზიის დროშა ბანდა-აპი64021004°31′30″S 129°52′16″E / 4.525° ს. გ. 129.871° ა. გ. / -4.525; 129.871 (Banda Api)1988
იაპონიის დროშა კომაგა-ტაკე1996
იაპონიის დროშა კუჩინოერაბუ1980
მიანმარის დროშა ლეთა-ტაუნგი507166322°42′N 95°59′E / 22.70° ჩ. გ. 95.98° ა. გ. / 22.70; 95.98 (Singu Plateau)უცნობი
ნიკარაგუას დროშა ესტელი899294913°10′N 86°24′W / 13.17° ჩ. გ. 86.40° დ. გ. / 13.17; -86.40 (Estelí)უცნობი
ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების დროშა პაგანი1981
ნიკარაგუას დროშა ნეხაპა-მირაფლორესი360118112°07′N 86°19′W / 12.12° ჩ. გ. 86.32° დ. გ. / 12.12; -86.32 (Nejapa Miraflores)უცნობი
პაკისტანის დროშა ტორ-ზავარი2237733930°28′45″ ჩ. გ. 67°28′30″ ა. გ. / 30.47917° ჩ. გ. 67.47500° ა. გ. / 30.47917; 67.47500 (Tor Zawar)2010
პორტუგალიის დროშა სან-ჟორჟი1053345538°39′N 28°05′W / 38.65° ჩ. გ. 28.08° დ. გ. / 38.65; -28.08 (São Jorge Island)1907
რუსეთის დროშა ტოლბაჩიკი1975
ესპანეთის დროშა ლანსაროტე670219829°02′N 13°38′W / 29.03° ჩ. გ. 13.63° დ. გ. / 29.03; -13.63 (Lanzarote)1824
შრი-ლანკის დროშა ბუტაჯირი-სილტის მინდორი228174848°03′N 83°51′E / 8.05° ჩ. გ. 83.85° ა. გ. / 8.05; 83.85 (Butajiri Silti Field)უცნობი
  1. 1 2 Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. Под редакцией К. Н. Паффенгольца и др. 1978
  2. V. Camp, Dept. of Geologic Sciences, Univ. of San Diego: How volcanoes work. Eruption types. Fissure eruptions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-28. ციტირების თარიღი: 2021-02-24.
  3. 1 2 3 Егупов В.Ю., Кичаева О.В. Основы геологии и инженерной геодинамики. Харьков, 2016
  4. Einarsson, Páll (2008). "Plate boundaries, rifts and transforms in Iceland" დაარქივებული 2017-11-18 საიტზე Wayback Machine. (PDF). Jökull. 58 (12): 35–58
  5. Современные проблемы палеовулканологии. отв. ред. Е.Ф. Шнюков. Москва : Наука, 1985