ვულკანური სარტყელი
Jump to navigation
Jump to search

ვულკანური სარტყელი (კანადა)
ვულკანური სარტყელი — ვულკანური ზონებით წარმოქმნილი ხაზობრივი ფორმის მსხვილი ტექტონიკური სტრუქტურა, რომელიც როგორც წესი, განლაგებულია ლითოსფეროს ფილების საზღვრების გასწვრივ.
გამოიყოფა სამი ტიპი:
- სარტყლები — განლაგებული ოკეანეებისა და კონტინენტების საზღვრებზე; ამ ტიპს მიეკუთვნება წყნაროკეანური ცეცხლოვანი რგოლი, ხმელთაშუაზღვიურ-ინდონეზიური სარტყლები და სხვა;
- სარტყლები — დაკავშირებული რიფტული ხეობების შუაოკეანურ ქედებთან. აქ გავრცელებულია წყალქვეშა ვულკანები. მხოლოდ ისლანდიისა და ჰავაის კუნძულების ვულკანური მწვერვალები არის ამოწეული ოკეანის დონემდე;
- სარტყლები — დაკავშირებული კონტინენტურ რიფტულ სისტემებთან. მეტად მსხვილია აღმოსავლეთ აფრიკის რიფტული სისტემა.