რომაჯი
რომაჯი (იაპონ. ローマ字 rōmaji, სიტყვასიტყვით „ლათინური ასოები“) — იაპონური დამწერლობის ტრანსლიტერაციის სისტემათა ერთობლიობა, რომლებიც ლათინური ანბანის მეშვეობით იაპონური ენის სიტყვათა ჩასაწერად შეიქმნა.
რომაჯი თუ რატენმოჯი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოგჯერ სიტყვა რომაჯით (ローマ字) იაპონურ ენაში აღნიშნავენ ლათინურ ანბანს, არადა, თანამედროვე იაპონურში ლათინურ ანბანს აღნიშნავენ სიტყვით ラテン文字 (რატენმოჯი). მაშასადამე, რომაჯი იაპონურის ლათინიზაციის სისტემის ისტორიულად დამკვიდრებული ტერმინია.
ლათინიზაციის სისტემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს ლათინიზირების რამდენიმე სისტემა. ძირითადად არის მიჩნეული ჰეპბერნის სისტემა, კუნრეი-შიკი (ISO 3602) და ნიჰონ შიკი (ISO 3602 Strict), ყველაზე მეტად გავრცელებულია (მათ შორის იაპონიაშიც) ჰეპბერნის სისტემა, თუმცა თავდაპირველად იგი ინგლისური ენის მატარებლებისთვის იყო განკუთვნილი.
გამოყენების სფეროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომაჯი გამოიყენება სხვადასხვა მიზნისთვის. იაპონიის დიდ ქალაქებში რომაჯის მეშვეობით ხდება მეტროსა და ქუჩის ტრაფარეტების დუბლირება; გამოიყენება ლექსიკონებში, სახელმძღვანელოებში, სასაუბროებში; ზოგჯერ გამოიყენება იაპონურ ტექსტებში როგორც აზრობრივი ხაზგასმის საშუალება; იაპონური კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე აგირებენ, რომაჯიზე წერენ თავიანთ სახელწოდებებს, თავიანთ თანამშრომელთა სახელებს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქრისტიანთა იაპონიიდან გაძევების შემდეგ XVII საუკუნის დასაწყისში, რომაჯი ხმარებიდან გამოვიდა და გამოიყენებოდა მხოლოდ დროდადრო მეიჯის რესტავრაციამდე XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როცა კვლავ გაააღეს ქვეყნის კარები უცხოეთთან საურთიერთოდ. მთელი დღეს არსებული სისტემები შემუშავებული იქნა XIX საუკუნის მეორე ნახევარში.
პორტუგალიელთა მისია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონური ენის ლათინიზაციის სულ პირველი სისტემა ეფუძნებოდა ლათინური ანბანის XVI საუკუნის პორტუგალიური ვარიანტის ფონეტიკურსა და ფონოლოგიურ შესაძლებლობებს.
პირველი სისტემა იაპონელმა კათოლიკემ, სახელად იაჯირომ შეადგინა 1548 წელს. ხსენებულ სისტემას გამოიყენებდნენ კათოლიკურ წიგნებში, რომელსაც იეზუიტთა ორდენი გამოსცემდა მისიონერთათვის, რათა ამ უკანასკნელთათვის გაეიოლებინა ქადაგება იაპონიაში.
განსხვავების შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტუგალიური სისტემა იმ გამონაკლისით ჰგავს თანამედროვე ნიჰონ-შიკის, რომ მასში თანხმოვანი ბგერები სხვაგვარად გადმოიცემოდა: მაგალითად, ბგერა [კ] იწერებოდა როგორც ლათინურ-რომანული „c“, ხოლო [ჰ] — როგორც „f“. ასე რომ, სიტყვათშეხამება ნიჰონ ნო კოტობა, რომელიც დღევანდელი წესების მიხედვით რომაჯიზე იწერება როგორც „Nihon no kotoba“, ხოლო მანამდე კი ასე იწერებოდა: „Nifon no cotoba“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chibbett, David (1977): The History of Japanese Printing and Book Illustration. Kodansha International Ltd. ISBN 0-87011-288-0.
- Jun'ichirō Kida (紀田順一郎 Kida Jun'ichirō?): Nihongo Daihakubutsukan (日本語大博物館?) (in Japanese). Just System (ジャストシステム Jasuto Shisutem?). ISBN 4-88309-046-9.
- Tadao Doi (土井忠生?) (1980): Hōyaku Nippo Jisho (邦訳日葡辞書?) (in Japanese). Iwanami Shoten (岩波書店?).
- Tadao Doi (土井忠生?) (1955): Nihon Daibunten (日本大文典?) (in Japanese). Sanseido (三省堂?).
- Mineo Ikegami (池上岑夫?) (1993): Nihongo Shōbunten (日本語小文典?) (in Japanese). Iwanami Shoten (岩波書店?).
- Hiroshi Hino (日埜博?) (1993): Nihon Shōbunten (日本小文典?) (in Japanese). Shin-Jinbutsu-Ôrai-Sha (新人物往来社?).