ლიპარიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიპარიტი
ცნობები
ტიპი მაგმური
გამოიყენება გზების მოსაკირწყლავად და სამშენებლო საქმეში

ლიპარიტი (იტალ. Lipari;ტირენიის ზღვაში, სიცილიის ჩრდილოეთით არსებული ლიპარის კუნძულების სახელის მიხედვით, სადაც პირველად აღმოაჩინეს) — კაინოტიპური ეფუზიური ქანი. ლეიკოგრანიტის ვულკანური ანალოგი. ქიმიური შედგენილობით შეესაბამება გრანიტს. ჩვეულებრივ ძალიან მდიდარია მინით, ხშირად აქვს პორფირისებური ჩანაწინწკლები. საზღვარგარეთ ამავე გაგებით იხმარება ტერმინი რიოლითი. ლიპარიტი გვხვდება ლავური ნაკადების, ვულკანური გუმბათების, ფერფლის დანაგროვებისა და იგნიმბრიტების სახით. ახასიათებს პორფირული სტრუქტურა. გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ვულკანურ მხარეში. ლიპარიტი იხმარება გზების მოსაკირწყლავად და სამშენებლო საქმეში. აგრეთვე გამოიყენება ღორღის წარმოებისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]