როსკომონის საგრაფო
საგრაფო | |||||
---|---|---|---|---|---|
როსკომონი County Roscommon Contae Ros Comáin | |||||
| |||||
ქვეყანა | ირლანდია | ||||
ადმ. ცენტრი | როსკომონი | ||||
შიდა დაყოფა | Athlone, Boyle და Roscommon | ||||
კოორდინატები | 53°45′00″ ჩ. გ. 8°15′00″ დ. გ. / 53.75000° ჩ. გ. 8.25000° დ. გ. | ||||
ფართობი | 2,547 კმ² | ||||
მოსახლეობა | 63,896 კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | ||||
საავტომობილო კოდი | RN | ||||
ოფიციალური საიტი | roscommoncoco.ie | ||||
როსკომონის საგრაფო (ინგლ. County Roscommon, ირლ. Contae Ros Comáin) — საგრაფო ირლანდიაში, კონაქტის პროვინციაში.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საგრაფომ სახელი მიიღო ქალაქ როსკომონისგან.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფართობი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტრიმის საგრაფოს ფართობი არის 2 547 კმ². იგი ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა კონაქტის პროვინციაში, ხოლო 11-ზე (32-დან) ირლანდიაში.
საზღვრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როსკომონს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სლაიგოს საგრაფო, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ლიტრიმი, აღმოსავლეთიდან — ლონგფორდი და უესტმითი, სამხრეთიდან — ოფალი, სამხრეთ-დასავლეთიდან — გოლუეი და მეიო — დასავლეთიდან.
ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოილი
- ბალიფარნანი
- ბალინლოხი
- ბალახადერინი
- ათლონი
- ათლიგი
- ლეინსბორო-ბალილიგი
- კასლრეი
- სტროკსტაუნი
- როსკომონი
ფიზიკური გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როსკომონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ტბა — ლოხ კეი, რომელზეც 32 კუნძულია. ამ საგრაფოშია ასევე ირლანდიის გეოგრაფიული ცენტრი.[1]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- როსკომონი მოსახლეობის რაოდენობით მეოთხე ადგილზეა კონაქტის პროვინციაში,[2] ხოლო 27-ზე ირლანდიაში.
- ირლანდიის დიდ შიმშილობამდე როსკომონის მოსახლეობა 253,591 ადამიანს შეადგენდა, დღეს კი — მხოლოდ 63,898-ია.
- 2008 წლის მონაცემებით როსკომონის საგრაფოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.[3]
პიროვნებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როსკომონის საგრაფოში დაიბადნენ:
- დაგლას ჰაიდი — ირლანდიელი ენათმეცნიერი. ირლანდიის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.
- უილიამ პერსი ფრენჩი — ირლანდიელი კომპოზიტორი.
- კრის ო'დაუდი — ირლანდიელი მსახიობი.
- მორინ ო'სალივანი — პირველი ირლანდიელი საერთაშორისო მსახიობი ქალი.
დაძმობილებული ადგილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როსკომონის დაძმობილებული ადგილები არიან:
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- ტურიზმის ინფორმაცია
- ტულსკის ვიზიტორთა ცენტრი დაარქივებული 2009-08-07 საიტზე Wayback Machine.
- როსკომონის რუკა დაარქივებული 2006-02-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.osi.ie/en/faq/faq3.aspx
- ↑ Corry, Eoghan (2005). The GAA Book of Lists. Hodder Headline Ireland, გვ. 186–191.
- ↑ Roscommon tops life expectancy study. RTÉ News. RTÉ Commercial Enterprises (12 August 2008). ციტირების თარიღი: 19 August 2009.
- ↑ Twinning. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-07. ციტირების თარიღი: 2012-08-01.
|
|