პრისცილა ტაილერი
პრისცილა ტაილერი | |
პირველი ლედი აშშ | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1842 წლის 10 სექტემბერი – 1844 წლის 26 ივნისი | |
წინამორბედი | ლეტიცია ტაილერი |
მემკვიდრე | ჯულია ტაილერი |
დაბადებული | 14.06.1816 ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ |
გარდაცვლილი | 29.12.1889 მონტგომერი, ალაბამა, აშშ |
მამა | ტომას ალტორპ კუპერი |
დედა | მერი ფერლი კუპერი |
მეუღლე | რობერტ ტაილერი |
ელიზაბეთ კუპერ პრისცილა ტაილერი (ინგლ. Priscilla Cooper Tyler) — პრეზიდენტ ჯონ ტაილერის მეუღლე და აშშ-ს პირველი ლედი 1842 წლიდან 1844 წლამდე ლეტიცია ტაილერის გარდაცვალების შემდეგ.
პრისცილა კუპერი დაიბადა ნიუ-იორკში მსახიობ თომას კუპერის და მერი ფერლი კუპერის ოჯახში. 17 წლიდან პრისცილამ მსახიობად დაიწყო მუშაობა. კუპერების ოჯახი ცხოვრობდა დიდ სახლში ბროდვეიზე. ისინი 1837 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს გაკოტრდნენ.
1840 წლის არჩევნების შემდეგ ჯონ ტაილერი გახდა ვიცე-პრეზიდენტი. პრეზიდენტ უილიამ ჰარისონის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე თვეში ტაილერმა დაიკავა მისი ადგილი.
იმ დროს, როდესაც ტაილერი პრეზიდენტი გახდა, მისი ცოლი, ლეტიცია ავად იყო. მან პრისცილას სთხოვა დახმარება თეთრი სახლის დიასახლისობაში. 1842 წლის 10 სექტემბერს, ცოლის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტმა პრისცილას პირველ ლედის თანამდებობა შესთავაზა.
1844 წელს, ფილადელფიაში გადასვლის შემდეგ, თეთრი სახლის დიასახლისობა გადააბარა პრეზიდენტის ახალ ცოლს, ჯულია ტაილერს.
ტაილერმა ფილადელფიაში 16 წელი იცხოვრა. რობერტმა (პრისცილას ახალმა ქმარმა) მიიღო იურიდიული განათლება და მიიღო აქტიური მონაწილეობა დემოკრატიული პარტიის ცხოვრებაში. 1861 წელს, როდესაც დაიწყო სამოქალაქო ომი, მისმა ქმარმა მხარდაჭერა გამოუცხადა კონფედერაციას. ისინი გადავიდნენ რიჩმონდში.
1877 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, პრისცილა მონტგომერიში დარჩა საცხოვრებლად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პრისცილა ტაილერი — ბიოგრაფია დაარქივებული 2018-09-30 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)