აიდა მაკ-კინლი
აიდა მაკ-კინლი Ida McKinley | |
აშშ-ის პირველი ლედი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1897 – 14 სექტემბერი, 1901 | |
პრეზიდენტი | უილიამ მაკ-კინლი |
წინამორბედი | ფრენსის კლივლენდი |
მემკვიდრე | ედიტ რუზველტი |
დაბადებული | 8 ივნისი, 1847 კანტონი, ოჰაიო, აშშ |
გარდაცვლილი | 26 მაისი, 1907 კანტონი, ოჰაიო, აშშ |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მეუღლე | უილიამ მაკ-კინლი |
შვილები | 2 |
ხელმოწერა |
აიდა საქსტონ მაკ-კინლი (ინგლ. Ida Saxton McKinley; დ. 8 ივნისი, 1847, კანტონი, ოჰაიო, აშშ — გ. 26 მაისი, 1907, კანტონი, ოჰაიო, აშშ) — აშშ-ის პრეზიდენტის უილიამ მაკ-კინლის მეუღლე და აშშ-ის პირველი ლედი 1897 წლის 4 მარტიფან 1901 წლის 14 სექტემბრამდე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იდა საქსტონი დაიბადა 1847 წლის 8 ივნისს ოჰაიოს შტატის ქალაქ კანტონში, იყო ბანკირ ჯეიმზ საქსტონისა და კეტრინ დეუოლტ-საქსტონის ოჯახის უფროსი შვილი. მისმა პაპამ, ჯონ საქსტონმა, 1815 წელს დააარსა კანტონში პირველი და დღემდე ერთადერთი გაზეთი „The Repository“. აიდამ დაასრულა ბრუკ ჰოლის სემინარია და საშუალო სკოლა მედიაში, პენსილვანია. იდა ისეთი დახვეწილი, მომხიბვლელი და მიმზიდველი იყო უილიამ მაკ-კინლის შეუმჩნეველი არ დარჩენია 1867 წლის პიკნიკზე. აიდას პიროვნებით დაინტერესება მაკ-კინლიმ დაიწყო მას შემდეგ, რაც 1869 წელს აიდა დაბრუნდა ევროპული ტურნედან[1]. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ იგი მუშაობდა მამამისის ბანკში მოლარედ[2].
27 წლის უილიამ მაკ-კინლი დაქორწინდა იდა საქსტონზე, რომელიც ამ პერიოდისათვის 23 წლის იყო. ქორწინება შედგა 1871 წლის 25 იანვარს პირველ პრესვიტერიანულ ეკლესიაში, რომელიც ჯერ კიდევ მშენებლობის პერიოდში იყო[3]. ქორწინების შემდეგ, რომელიც შეასრულეს ე. ბუკინგჰემმა და რევერენდ აინდსლიმ, წყვილი გაემგზავრა პატარძლის მშობლების სახლში და გაემგზავრა აღმოსავლეთ საქორწილო მოგზაურობაში.
ნერვიული ტემპერამენტის მქონე მისის მაკ-კინლი საბოლოოდ გატეხა და დააავადმყოფა დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებამ. მას დაემართა ეპილეფსია და მთლიანად ქმარზე დამოკიდებული გახდა. ზოგჯერ მას არიდებდნენ საზოგადოებრივ ღონისძიებებს, მაგალითად მაკ-კინლის, როგორც გუბერნატორის პირველ ბალზე იგი არ იმყოფებოდა. სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდი იყო, მას უყვარდა ჩუსტების ქსოვა.
მაკ-კინლების წყვილს შეეძნათ ორი გოგო, მაგრამ ორივე გარდაიცვალა ბავშვობაშივე: კეტრინ მაკ-კინლი (25 დეკემბერი, 1871 - 25 ივნისი, 1875) გარდაიცვალა მუცლის ტიფისაგან. მეორე შვილი იდა მაკ-კინლი დაიბადა 1873 წლის 1 აპრილს და გარდაიცვალა ამავე წლის 22 აგვისტოს.
აშშ-ის პირველი ლედი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეზიდენტმა მაკ-კინკლმა სიფრთხილის ზომები მიიღო ცოლთან დაკავშირებით. ტრადიციის საწინააღმდეგოდ, ოფიციალურ სადილზე, ის მის გვერდით იჯდა და არა მაგიდის მეორე ბოლოს. აიდას ყველა პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო ვიცე-პრეზიდენტ გარეტ ჰობარტის ცოლმა ჯენი ტატლ ჰობარტმა.
პრეზიდენტის ცოლისადმი ერთგულებაზე დედაქალაქში დაიწყეს საუბარი. „ვაშინგტონის ყველა ქმარს შორის პრეზიდენტი მაკ-კინლი ყველაზე რთულ სიტუაციაშია“ — წერდა ამერიკელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, ოჰაიოლელი სენატორი მარკ ჰანა.
1901 წლის მაისში მისის მაკ-კინლი ქმართან ერთდ კალიფორნიაში გაემგზავრა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სან-ფრანცისკოში ტური გადაიდო[4].
უკანასკნელი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1901 წლის სექტემბერში, ბუფალოში ლეონ ჩოლგოშის მიერ მისი ქმრის მკვლელობის შემდეგ აიდა მაკ-კინლმა დაკარგა ცხოვრების სურვილი. იგი ქმრის დაკრძალვაზე არ იმყოფებოდა. მისი ცხოვრების დარჩენილი ექვსი წელი მასზე ზრუნავდა მისი და.
აიდა საქსტონ მაკ-კინლი გარდაიცვალა 1907 წლის 26 მაისს ოჰაიოს ქალაქ კანტონში. დაკრძალეს კანტონში ქმრისა და ორი შვილის გვერდით მაკ-კინლის მემორიალურ მავზოლეუმში[5].
სახლი სადაც აიდამ გაატარა ბავშვობა, დღემდე შემორჩენილია. ასევე შემორჩენილია სახლი სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა 1878 წლიდან 1891 წლამდე[6]. იგი აღადგინეს ვიქტორიანულ სტილში და 1998 წელს გახდა პირველი ლედის ეროვნული ისტორიული მუზეუმის ნაწილი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ida Saxton McKinley biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-03. ციტირების თარიღი: 2010-12-23.
- ↑ Ida Mckinley
- ↑ NationMaster — Encyclopedia: Ida Saxton McKinley. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-29. ციტირების თარიღი: 2010-12-23.
- ↑ „Mrs. McKinley in a Critical Condition“. The New York Times. May 16, 1901. ციტირების თარიღი: 2010-01-19.
- ↑ Ida Saxton McKinley: Biography from Answers.com
- ↑ Saxton McKinley House. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-06. ციტირების თარიღი: 2020-02-22.