პრისცილა ტაილერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პრისცილა ტაილერი
პრისცილა ტაილერი
პირველი ლედი აშშ
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1842 წლის 10 სექტემბერი – 1844 წლის 26 ივნისი
წინამორბედილეტიცია ტაილერი
მემკვიდრეჯულია ტაილერი

დაბადებული14.06.1816
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
გარდაცვლილი29.12.1889
მონტგომერი, ალაბამა, აშშ
მამატომას ალტორპ კუპერი
დედამერი ფერლი კუპერი
მეუღლერობერტ ტაილერი

ელიზაბეთ კუპერ პრისცილა ტაილერი (ინგლ. Priscilla Cooper Tyler) — პრეზიდენტ ჯონ ტაილერის მეუღლე და აშშ-ს პირველი ლედი 1842 წლიდან 1844 წლამდე ლეტიცია ტაილერის გარდაცვალების შემდეგ.

პრისცილა კუპერი დაიბადა ნიუ-იორკში მსახიობ თომას კუპერის და მერი ფერლი კუპერის ოჯახში. 17 წლიდან პრისცილამ მსახიობად დაიწყო მუშაობა. კუპერების ოჯახი ცხოვრობდა დიდ სახლში ბროდვეიზე. ისინი 1837 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს გაკოტრდნენ.

1840 წლის არჩევნების შემდეგ ჯონ ტაილერი გახდა ვიცე-პრეზიდენტი. პრეზიდენტ უილიამ ჰარისონის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე თვეში ტაილერმა დაიკავა მისი ადგილი.

იმ დროს, როდესაც ტაილერი პრეზიდენტი გახდა, მისი ცოლი, ლეტიცია ავად იყო. მან პრისცილას სთხოვა დახმარება თეთრი სახლის დიასახლისობაში. 1842 წლის 10 სექტემბერს, ცოლის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტმა პრისცილას პირველ ლედის თანამდებობა შესთავაზა.

1844 წელს, ფილადელფიაში გადასვლის შემდეგ, თეთრი სახლის დიასახლისობა გადააბარა პრეზიდენტის ახალ ცოლს, ჯულია ტაილერს.

ტაილერმა ფილადელფიაში 16 წელი იცხოვრა. რობერტმა (პრისცილას ახალმა ქმარმა) მიიღო იურიდიული განათლება და მიიღო აქტიური მონაწილეობა დემოკრატიული პარტიის ცხოვრებაში. 1861 წელს, როდესაც დაიწყო სამოქალაქო ომი, მისმა ქმარმა მხარდაჭერა გამოუცხადა კონფედერაციას. ისინი გადავიდნენ რიჩმონდში.

1877 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, პრისცილა მონტგომერიში დარჩა საცხოვრებლად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]