ბროდვეი (ნიუ-იორკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბროდვეი.
ხედი ბროდვეიზე 1909 წელს

ბროდვეი, როგორც თავად სახელი მიუთითებს, არის განიერი ქუჩა ნიუ-იორკში, და ყველაზე ძველი ჩრდილოეთ-სამხრეთის მთავარი სატრანსპორტო არტერიაა ქალაქში, მომდინარე ჯერ კიდევ პირველი ახალი ამსტერდამის დასახლებიდან. სახელწოდება "ბროდვეი" ინგლისური თარგმანია ჰოლანდიური "Breede weg"-ის. ეს ქუჩა ასევე განთქმულია, როგორც ამერიკის თეატრალური ინდუსტრიის სახე.

ბროდვეის დასაბამი მისცა ინდიელთა მიერ გაკვალულმა ბილიკმა მანჰეტენის გაუვალ ეკალ-ბარდებში სახელად ვიკქუსგეკის ბილიკი. ის თავდაპირველად მანჰეტენის სამხრეთიდან ჩრდილოეთში ჭაობებსა და ქვა-კლდეებს შორის გადიოდა. ჰოლანდიელთა ჩამოსვლის შემდეგ ეს ბილიკი სწრაფად გადაიქცა მთავარ გზად კუძულის გასწვრივ, რომლის სამხრეთ ბოლოში ახალი ამსტერდამი იყო. პიველად ეს ბილიკი ნახსენებია ჰოლანდიელი მკვლევარის და მეწარმის დევიდ დე ვრის მიერ საკუთარ დღიურში 1642 წელს - "ვიკქუასგეკის გზა, რომელზეც ინდიელები ყოველდღიურად გადიოდნენ".