ლუკრეცია გარფილდი
ლუკრეცია გარფილდი Lucretia Garfield | |
აშშ-ის პირველი ლედი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1881 – 19 სექტემბერი, 1881 | |
პრეზიდენტი | ჯეიმზ გარფილდი |
წინამორბედი | ელიუსი ჰეიზი |
მემკვიდრე | მერი მაკელროი |
დაბადებული | 19 აპრილი, 1832 გარეტსვილი, ოჰაიო, აშშ |
გარდაცვლილი | 14 მარტი, 1918 პასადინა, კალიფორნია, აშშ |
მეუღლე | ჯეიმზ გარფილდი |
შვილები | 5 |
ლუკრეცია გარფილდი (ინგლ. Lucretia Garfield; დ. 19 აპრილი, 1832, გარეტსვილი, ოჰაიო, აშშ — გ. 14 მარტი, 1918, პასადინა, კალიფორნია, აშშ) — პრეზიდენტ ჯეიმზ გარფილდის მეუღლე, აშშ-ის პირველი ლედი 1881 წლის 4 მარტიდან 19 სექტემბრამდე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუკრეცია გარფილდი დაიბადა 1832 წლის 19 აპრილს ოჰაიოს შტატის ქალაქ გარეტსვილდში ფერმერ ზემბერა რუდოლფისა და არაბე მეისონ-რუდოლფის ოჯახში. ბავშვობიდან ქრისტეს მოსწავლეების ეკლესიის მიმდევარია.
ლუკრეცია ჯეიმზ გარფილდს პირველად შეხვდა 1849 წელს, ჩესტერის (ოჰაიო) სემინარიაში სწავლის დროს. მათ დაოჯახება დაგეგმეს 1856 წელს, მაგრამ გადაწყვიტეს გადაედოთ ორი წლით, რათა დაეზოგათ თანხა. გარფილდი და რუდოლფი დაქორწინდნენ 1858 წლის 11 ნოემბერს პატარძლის მშობლების ოჯახში ჰირამში[1]. ქორწინების ცერემონიალი პრესვიტერიანელმა მინისტრმა ჰენრი ჰიჩკოკმა ჩაატარა. თაფლობის თვეზე ახალგაზრდებმა უარი თქვეს[2].
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარფილდების წყვილს ოთხი ბიჭი და ერთი გოგო ჰყავდათ:[3]. პირველი შვილია ჰარი ავგუსტ გარფილდი (1863-1942) რომელიც იყო იურისტი, პედაგოგი და თანამდებოპბის შვილი, მეორე ბიჭი ჯეიმზ რუდოლფ გარფილდი (1865-1950) ასევე იურისტი და თანამდებობის პირია. ქალიშვილი მერი გარფილდ სტენლი-ბრაუნი (1867-1947) განათლებას იღებს კლივლენდის კერძო სკოლებში და კონექტიკუტში. 1888 წელს ცოლად გაჰყვა ჯოზეფ სტენლი-ბრაუნს, ბანკირს. ცხოვრობდა ნიუ-იორკში და პასადინეში, კალიფორნია. ირვინ მაკდაუელ გარფილდი (1870-1951) იურისტი იყო. დაასრულა უილიამსის კოლეჯი და კოლუმბიის სამართლის სკოლა. ყველაზე იმცროსი იყო აბრამ გარფილდი (1872-1958), რომელიც არქიტექტოის პროფესიას დაეუფლა, მან დაასრულა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, შემდეგ დასახლდა კლივლენდში და იქ დაიწყო მუშაობა არქიტექტორად. აქტიურ მონაწილეობას იღებდა არქიტექტორთა ამერიკული ინსტიტუტის მუშაობაში.
აშშ-ის პირველი ლედი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი გარფილდი არ იყო განსაკუთრებით დაინტერესებული პირველი ლედის სოციალური პასუხისმგებლობებით, იგი ასრულებდა თავის მოვალეობებს კეთილსინდისიერად და მისმა გულწრფელმა სტუმართმოყვარეობამ თეთრი სახლში ვახშმობა სასიამოვნო გახადა. 49 წლის ასაკში, ის იყო საკმაოდ სუსტი, მოხდენილი ქალი, მკაფიო მუქი თვალებით.
როგორც პირველი ლედი, ლუკრეცია გარფილდმა გამოიკვლია თეთრი სახლის ისტორია მისი ყოფილი დიდების აღდგენის მიზნით, მაგრამ იგი ავად გახდა მალარიით და ვერ შეძლო პროექტის გაგრძელება[4].
როდესაც ჯეიმზ გარფილდზე განხორციელდა თავდასხმა, ისვენებდა ლონგ-ბრენჩში, ნიუ-ჯერსი[5]. თავდასხმის ამბის შეტყობინებისთანავე დაბრუნდა ვაშინგტონში. მატარებელი, რომლითაც გარფილდი მგაზვრობდა ავარიაში მოჰყვა, სწრაფად სიარულის გამო მოსძვრა დგუშები, მაგრამ არავინ დაშავებულა. მცირე შეფერხების შემდეგ დაბრუნდა თეთრ სახლში და მალევე გაემგზავრა მეუღლის მოსანახულებლად.
სამი თვის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტი იბრძოდა სიცოცხლისთვის, პირადმა მწუხარებამ და პირველი ლედისადმი ერთგულებამ ქვეყანაში თანაგრძნობა გამოიწვია. მეუღლის გარდაცვალებისა და დასაფლავების შემდეგ ლუკრეცია დაუბრუნდა ოჰაიოში მდებარე ფერმას, სადაც კიდევ 36 წელი გაატარა კარჩაკეტილობაში[6].
ლუკრეცია გარფილდი გარდაიცვალა სამხრეთ პასადენაში, კალიფორნია, 1918 წლის 14 მარტს. დაკრძალეს მეუღლის გვერდით, ლეიკ-ვიუს სასაფლაოზე კლივლენდში, ოჰაიოს შტატში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lucretia Garfield Biography :: National First Ladies' Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 2020-02-18.
- ↑ Lucretia Garfield: Facts, Discussion Forum, and Encyclopedia Article
- ↑ Lucretia Garfield: Biography from Answers.com
- ↑ Lucretia Garfield — Definition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-04-01. ციტირების თარიღი: 2020-02-18.
- ↑ Lucretia Garfield (American first lady) — Britannica Online Encyclopedia
- ↑ Lucretia Garfield Biography (U.S. First Lady) — Infoplease.com