დოლი მედისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოლი მედისონი
დოლი მედისონი
აშშ-ის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1809 – 4 მარტი, 1817
ვიცე-პრეზიდენტი  ჯორჯ კლინტონი
პრეზიდენტი  ჯეიმზ მედისონი
წინამორბედიმართა რენდოლფი
მემკვიდრეელიზაბეთ მონრო

დაბადებული20 მაისი, 1768
გილფორდი, ჩრდ. კაროლინა, ბრიტანეთის ამერიკა
გარდაცვლილი12 ივლისი, 1849 (81 წლის)
ვაშინგტონი, აშშ
მეუღლეჯონ ტოდი
 (იქ. 1790; გარდ. 1793)

ჯეიმზ მედისონი
 (იქ. 1794; გარდ. 1836)
შვილებიჯონი
უილიამი
რელიგიაკვაკერი
ხელმოწერა

დოროთი „დოლი“ დენდრიჯ პეინ ტოდ მედისონი (ინგლ. Dorothea „Dolley“ Dandridge Payne Todd Madison; დ. 20 მაისი, 1768 — გ. 12 ივლისი, 1849) — ამერიკის შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტის, ჯეიმზ მედისონის (1809-1817) ცოლი. ცნობილი თავისი სოციალური გრაციით, რამაც მისი ქმრის, როგორც პრეზიდენტის პოპულარობას შეუწყო ხელი. მანვე შეუწყო ხელი ახალაშენებული თეთრი სახლის ავეჯით მოწყობას. 1814 წელს, როდესაც ბრიტანელებმა ვაშინგტონი გადაწვეს და თეთრ სახლსაც წაუკიდეს ცეცხლი, დოლიმ ჯორჯ ვაშინგტონის კლასიკური პორტრეტი გადაარჩინა. ქვრივობის ჟამს ის სიღარიბეში ცხოვრობდა, ნაწილობრივ ქმრის ნაწერების გაყიდვით ირჩენდა თავს.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახში პირველი გოგონა დოროთი დენდრიჯ პეინი 1768 წლის 20 მაისს, ჩრდილოეთ კაროლინაში, კვაკერთა დასახლებაში დაიბადა. ვირჯინიელი მერი კოული პეინისა და ჯონ პეინ უმცროსის ოჯახში, რომლებიც 1765 წელს ჩრდ. კაროლინაში გადასახლდნენ.[1]

1769 წლისთვის პეინები ისევ ვირჯინიაში დაბრუნდნენ.[1] ახალგაზრდა დოლი ვირჯინიის დასავლეთ ნაწილში მისი მშობლების პლანტაციაში კომფორტულ გარემოში იზრდებოდა და დედის ოჯახს მჭიდროდ დაუკავშირდა. საბოლოოდ მას სამი და: ლუსი, ანა და მარი და ოთხი ძმა: უოლტერი, უილიამ თემპლი, ისააკი და ჯონი ეყოლა.

1783 წელს, ამერიკის რევოლუციური ომის დროს, ბევრი სხვა მონათმფლობელის მსგავსად,[2] ჯონ პეინმა მონები გაათავისუფლა.[1] ზოგიერთმა, მათ შორის პეინმაც, ეს კვაკერული აღზრდის (თანაგრძნობის) გამო გააკეთა, დანარჩენები კი რევოლუციური იდეალებით იყვნენ შთაგონებულნი. 1782 წლიდან 1820 წლამდე ვირჯინიაში გათავისუფლებულ შავკანიანთა შეფარდება მთლიანდ შტატის შავკანიან მოსახლეობასთან <1%-დან 7.2%-მდე გაიზარდა. 30 000-ზე მეტი შავკანიანი გაათავისუფლეს.[3]

პეინმა ოჯახი ფილადელფიაში წაიყვანა, სადაც ის ბიზესში ჩაება და სახამებლებით ვაჭრობა დაიწყო, მაგრამ მისი ბიზნესი 1791 წელს ჩავარდა. მერიმ პანსიონატი გახსნა. 1792 წლის ოქტომბერში ჯონი გარდაიცვალა. მერიმ პანსიონატი დახურა და შემდეგ წელს თავის ყველაზ ეუმცროს შვილებთან, მერისთან და ჯონთან ერთად დასავლეთ ვირჯინიაში, თავის ქალიშვილ ლუსისთან და მის ქმართან, ჯორჯ სტეპტო ვაშინგტონთან გადავიდა.

ქორწინება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1790 წლის იანვარში დოლი პეინი კვაკერ იურისტზე, ჯონ ტოდზე ფილადელფიაში დაქორწინდა. მათ მალე შეეძინათ ორი ვაჟი: ჯონ პეინი (რომელსაც პეინს ეძახდნენ) და უილიამ თემფლი (დ. 4 ივლისი, 1793[4]). 1793 წელს, როდესაც მერი პეინმა ფილადელფია დატოვა, დოლის და, ანა პეინი მასთან საცხოვრებლად გადავიდა, რათა ბავშვების აღზრდაში დახმარებოდა.

1793 წელს ფლადელფიაში ყვითელი ცხელების ეპიდემიამ იჩინა თავი. ეპიდემიამ ოთხი თვის მანძილზე 5019 ადმაიანის სიცოცხლე შეიწირა,[5] მათ შორის, დოლის 29 წლის ქმარი, 3 თვის ვაჟი - უილიამ თემფლი და ქმრის მშობლები.[6][1] სექტემბრის შუა ხანებამდე ქალაქიდან 20 000-მდე ადამიანი გაიქცა. დაქვრივებული დოლი, თავის ვაჟთან ერთად მხარდაჭერის გარეშე დარჩა.

მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოლის გრავიურა, 1800-იანი წლები

დოლი პეინი და ჯეიმზ მედისონი აშშ-ის წარმოამდგენლობით პალატაში ვირჯინიას წარმოადგენდნენ. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, 1794 წლის მაისში, დოლი და ჯეიმზი აარონ ბურმა, მედისონის დიდი ხნის მეგობარმა ფორმალურად გააცნო ერთამენთს. 43 წლის მედისონი ახალგაზრდა ქვრივზე 17 წლით იყო უფროსი, მაგრამ აგვისტოსთვის დოლი მედისონს ცოლობაზე დათანხმდა. ისინი 1794 წლის 15 სექტემბერს დაქორწინდნენ და შემდეგი სამი წლის განმავლობაში ფილადელფიაში ცხოვრობდნენ.[7]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს, პანამა-სითიში (ფლორიდა) აგებულ საზღვაო ხომალდს — SS Dolly Madison — სახელი მის საპატივცემულოდ ეწოდა.[8]

ხელახალი წარმოდგენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 "Chronology and Dolley Madison", The Dolley Madison Project, University of Virginia Digital History
  2. Peter Kolchin, American Slavery, 1619–1877, New York: Hill and Wang, 1993, p. 81
  3. Kolchin (1993), p. 81
  4. Witteman 2003, p. 11.
  5. Wittleman 2003, p. 12.
  6. Hart 2004, p. 153.
  7. Allgor, A Perfect Union. ch 2
  8. Williams, Greg H. (25 July 2014). The Liberty Ships of World War II: A Record of the 2,710 Vessels and Their Builders, Operators and Namesakes, with a History of the Jeremiah O’Brien. McFarland. ISBN 1476617546. ციტირების თარიღი: 7 December 2017. 
დოლი მედისონი
წინამორბედი:
მართა რენდოლფი
   აშშ-ის პირველი ლედი   
1809–1817
შემდეგი:
ელიზაბეთ მონრო